მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლიდან "ევრო 5" სტანდარტის დიზელის საწვავი გაიყიდება

BM.GE
09.01.23 12:01
485
მიმდინარე წლიდან ბენზინგასამართ სადგურებზე მხოლოდ "ევრო 5" სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავი გაიყიდება. მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლის ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა, ძალაში 2023 წლიდან შევიდა. მიმდინარე წლიდან ევრო 5 სტანდარტის დიზელის საწვავის ექსპორტის დაწყებას აზერბაიჯანიც შეძლებს. სწორედ აზერბაიჯანის სათანადო საწარმოო სიმძლავრეების არარსებობა იყო ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც ნავთობიმპორტიორებმა მთავრობას დიზელის ევრო 5 სტანდარტზე გადასვლის გადავადება რამდენჯერმე სთხოვეს. რა ცვლილებას გამოიწვევს ახალი რეგულაცია და როგორ აისახება ის ფასებზე?