16.აპრილი.2019 00:10
მსოფლიო

Global Finance-მა საუკეთესო საინვესტიციო ბანკების რეიტინგი გამოაქვეყნა

Global Finance-მა საუკეთესო საინვესტიციო ბანკების რეიტინგი გამოაქვეყნა

Global Finance-მა 2019 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკების სია გამოაქვეყნა, რომლებიც როგორც - კატეგორიების, ასევე რეგიონების მიხედვითაა დაყოფილი.

როგორც გამომცემლობა წერს, საინვესტიციო ბანკების ჯამური შემოსავალი მცირედით შემცირებულია 2017 წლის შემდეგ და შარშან მან $79.7 მილიარდი შეადგინა.

რაც შეეხება ნომინაციებს, მსოფლიოში საუკეთესო მსხვილი საინვესტიციო ბანკის წოდება J.P Morgan-მა დაიმსახურა, რაც ალბათ გასაკვირი სულაც არაა. მისი შემოსავლის წილი  2018 წელს გლობალურ ბაზარზე 8.7%-მდე გაიზარდა და არც მეტი არც ნაკლები $12 მილიარდი შეადგინა.

რაც შეეხება შედარებით მცირე მასშტაბების ე.წ Boutique Investment Bank-ს, რომელიც მაგალითად, J.P Morgan-ისგან განსხვავებით, მცირე გარიგებებზე მუშაობს და საშუალო ზომის კომპანიებზეა მორგებული, პირველი ადგილი ამერიკულმა Allen & Company-მ დაიკავა. მისი საქმიანობა ძირითადად უძრავ ქონებას, ტექნოლოგიებს, მედიას და გასართობ სექტორს მოიცავს.

რაც შეეხება საუკეთესო ბანკს, რომელიც კომპანიების შერწყმის კუთხით ყველაზე კარგად მუშაობს, აქ საუკეთესო შვეიცარიული UBS გახდა, რომლის შემოსავალიც 2018 წელს 4 მილიარდ 906 მილიონი დოლარი იყო. ბანკი 50-მდე ქვეყანაში ახორციელებს ოპერაციებს და მისი ცენტრალური ოფისი ციურიხში მდებარეობს.

Global Finance-ის რეიტინგში მოხვდნენ ისეთი საინვესტიციო ბანკები, როგორიცაა VTB Capital, Kazkommerts Securities, DBS Bank, Morgan Stanley და ა.შ. აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა ეს რეიტინგი აუდიტორული კომპანია EY-სთან ერთად შეადგინა.

ავტორი: ლევან თაღიაშვილი

17.ივნისი.2019 13:25
2602

ქართველების უკანონოდ გადაყვანა ისრაელში - დაკავებულია 14 ადამიანი

ვრცლად
17.ივნისი.2019 13:15
285

ევროპის ყველაზე მასშტაბური შეიარაღების პროექტი

ვრცლად
17.ივნისი.2019 12:00
435

48 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე

ვრცლად
17.ივნისი.2019 11:40
823

ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთისა და ლათინური ამერიკისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებით იმუქრება

ვრცლად
17.ივნისი.2019 11:30
186

ტრამპის მაღლობები - ისრაელის ახალი დასახლება

ვრცლად
16.ივნისი.2019 00:10
1064

ყველაზე ძვირაღირებული სათამაშოების რეიტინგი

ვრცლად