26.დეკემბერი .2015 18:19

გლდანში მსხვილი ფორმატის სავაჭრო კომპლექსი გაიხსნა

views 1261
უკან

"ვისოლ ჯგუფმა" გლდანში მსხვილი ფორმატის სავაჭრო კომპლექსი გახსნა, სადაც ერთ სივრცეშია განთავსებული სუპერმარკეტი "სმარტი“, "ვენდისა“ და "დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები და "ვისოლის“ ბენზინისა და გაზის გასამართი სადგური. სავაჭრო გალერეაში ასევე გაიხსნა სხვადასხვა ბრენდების სერვის ცენტრები და მაღაზიები. "ვისოლ ჯგუფის" ახალი სავაჭრო კომპლექსის საზეიმო გახსნის ცერემონიალსსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე და "ვისოლჯგუფის” ამერიკელი პარტნიორები დაესწრნენ.
 
""ვისოლ ჯგუფისათვის" გლდანის სავაჭრო კომპლექსი გორის დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის შემდგომ მეორე ობიექტია, სადაც "სმარტი“, "ვენდი" "დანკინ დონატსი“ და "ვისოლი“ ერთ სივრცეშია განთავსებული. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალ სავაჭრო კომპლექსში ჯამურად 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და წინა საახალწლოდ 300-ზე მეტ ოჯახს გაუჩნდება შემოსავლის ახალი წყარო. ახალი ფართო ფორმატის სავაჭრო კომპლექსის შექმნით ჩვენ ასევე დამატებით წვლილს შევიტანთ ქართული ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების წახალისების საქმეში“, - აცხადებს "ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა