მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GITA-მ 57 სტარტაპები 5.7 მლნ-ით დააფინანსა-როგორ ზომავს სახელმწიფო დახარჯული თანხების ეფექტიანობას

5d36d62f94cf8
ლევან თაღიაშვილი
23.07.19 14:13
1176

„ბიუჯეტიდან გახარჯული თანხის ეფექტიანობას ვაფასებთი მით, თუ რამდენი სტარტაპი იქნება წარმატებული და გავა გლობალურ ბაზარზე", - ასე უპსუხა ინოვაციებისა და ტექნოლოგების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ BM.GE-ის კითხვას - როგორ აფასებს GITA სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული თანხის ეფექტიანობას.

მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტი გლობალურ ბაზარზე წარმატების მიღწევაა, თუმცა 100 000-ლარიანი საგრანტო კონკურსი მხოლოდ საწყისი ეტაპისთვისაა განკუთვნილი და ბაზარზე სატესტო რეჟიმში ოპერირებას გულისხმობს.

„ბიუჯეტიდან გახარჯული თანხის ეფექტიანობას ვაფასებთ იმით, თუ რამდენი სტარტაპი იქნება წარმატებული და გავა გლობალურ ბაზარზე. ეფექტიანობის კომპონენტში არ შედის დასაქმებული ადამიანების რიცხვი, რადგან სტარტაპების სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, ცოტა ადამიანი მუშაობდეს და შემოსავლები აღემატებოდეს მილიარდებს, თუმცა ამ კუთხითაც გვაქვს გარკვეული ინდიკატორები და მაჩვენებლები.


დღევანდელი სიტუაციით, ჩვენ მხოლოდ საწყის სტადიაზე მყოფი სტარტაპები გვაქვს დაფინანსებული, რომლებიც იდეის დონიდან უნდა გადავიდნენ Minimum Viable Product -ის ეტაპზე ანუ მინიმალური მუშა პროდუქტი შექმნან ბაზარზე დასატესტად“,  - განაცხადა კასრაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტის დაწყებიდან დღემდე 57 სტარტაპია დაფინანსებული.

„დაფინანსების თვალსაზრისით, 100 000-ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში 57 სტარტაპი დავაფინანსეთ და შესაბამისად, 5 მილიონ 700 ათასი ლარია გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან“, - აცხადებს კასრაძე.