15.მაისი.2019 16:07
ეკონომიკა

გიორგი ქობულია: სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსკლუზივი უნდა დასრულდეს

გიორგი ქობულია: სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსკლუზივი უნდა დასრულდეს
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში გამოსვლისას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გააკრიტიკა და განმარტა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსკლუზივი უნდა დასრულდეს, რადგან ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია, რის საფუძველზე და როგორ ხდება შეფასების გაკეთება.

ამის შესახებ ქობულიამ პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას განაცხადა.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ქონების შეფასების სისტემა უნდა გადაიხედოს და დამატებითი კომერციული შემფასებლის აკრედიტაცია უნდა დაიწყოს.

„მე ვთვლი, რომ უნდა მოხდეს ქონების შეფასების სისტემის გადახედვა და სავარაუდოდ, ე.წ. სამხარაულის ექსკლუზივი უნდა მოიხსნას. ასევე, დამატებითი კომერციული შემფასებლის აკრედიტაცია უნდა მოხდეს. დღესდღეობით, მხოლოდ ერთი რაღაც ორგანიზაცია აკეთებს შეფასებას და ძალიან ხშირად გაურკვეველია, რის საფუძველზე და რანაირად ხდება შეფასება. ხშირადაა ის დიდი გაუგებრობის და კამათის საგანი“, - აცხადებს ქობულია.
ავტორი: თელარა გელანტია

25.აგვისტო.2019 10:30
67

კომპანიები, სადაც 2018 წელს რუსეთიდან მსხვილი პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა

ვრცლად
25.აგვისტო.2019 10:00
78

ქარის სადგურის 18 პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე

ვრცლად
24.აგვისტო.2019 20:20
214

კოჯორში ახალგაზრდული სოფლის დაპროექტებაზე მერია 220 338 ლარს დახარჯავს – მეორე ტენდერი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 19:29
167

ახალსოფელთან ტყეში ხანძრის ადგილზე ტექნიკის შესაყვანად გზა გაიჭრება

ვრცლად
24.აგვისტო.2019 18:10
185

წელს ქართული ნივრის ერთადერთი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

ვრცლად
24.აგვისტო.2019 17:15
2176

"აწარმოე საქართველოში" მცირე გრანტების პროექტს შემოდგომაზე განაახლებს – დაფინანსება 30 000 ლარი

ვრცლად