16.თებერვალი .2016 23:06

გიორგი ქადაგიძე: სამინისტროების დიდი ნაწილი უნდა გაუქმდეს

views 1859
უკან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული სამინისტროების ნაწილი უნდა გაუქმდეს. კერძოდ, როგორც ქადაგიძემ გადაცემაში "არჩევანი“ განაცხადა, შესაძლებელია გაუქმდეს სასჯელაღსრულების, კულტურის, სპორტისა და ევროინტეგრაციის სამინისტროები.
 
"საქართველო დღეს იმართება 19 სამინისტროს მეშვეობით, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა სიპებსა და სტრუქტურებზე. მაგალითად შვეიცარია იმართება 8 სამინისტროს მეშვეობით. ბიუროკრატიული მექანიზმის შემცირების რეზერვი არის საკმაოდ დიდი. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო უკლებლივ. მაგალითად ევროინტეგრაციის სამინისტრო გაუქმდეს და როგორც დეპარტამენტი შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. გაუქმდეს სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც თითქმის არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ გვხვდება, ის არ იყო არც ჩვენთან და იყო იუსტიციის სამინისტროს ნაწილი. დღეს როდესაც პროკურატურა გამოეყო იუსტიციას სასჯელაღსრულება მთლიანად შეგვიძლია გავაუქმოთ და პრობაციის სისტემა კვლავ იუსტიციის სამინისტროს დავუბრუნოთ. სპორტის სამინისტრო, მთლიანად შეგვიძლია გავაუქმოთ. დავუთმოთ პროფესიული სპორტი ფედერაციებს. კულტურის სამინისტრო არის კლასიკურად საბჭოთა კავშირის გადმონაშთი. თუ ჰოლანდიას არ აქვს კულტურის სამინისტრო ვერ ახერხებს საკუთარი კულტურის პროპაგანდას? თავისუფლად შეგვიძლია სამინისტროების განახევრება, რაც ასობით მილიონი ლარის დანაზოგს მოგვცემს", - განაცხადა ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა