მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ქადაგიძე: ლარის კურსი ეკნომიკის სარკეა

563c7092e6c07
ბიზნესკონტაქტი
06.11.15 13:14
1982
"ლარის კურსი ეკონომიკის სარკეა", - აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, გადაცემა "ბიზნესკონტაქტში" განაცხადა. როგორც გიორგი ქადაგიძემ, ლარის კურსზე საუბრისას აღნიშნა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, ქვეყანას 1 მილიარდი დოლარის შემოდინება დააკლდა, რამაც ქვეყნის ეკონომიკაზე ჰპოვა ასახვა.

"არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ლარის გაცვლითი კურსი ასახავს იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ეკონომიკაში. ის არის ეკონომიკის სარკე. თითქმის წლინახევრის განმავლობაში, შარშან აგვისტოდან მოყოლებული დაიწყო კლება ექსპორტმა და გზავნილებმა; წლიურად ეკონომიკას დააკლდა 1 მილიარდი დოლარი შემოდინება, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მოხმარებაც უნდა შემცირებულიყო. ნაკლები შემოსავალი გვაქვს, ნაკლებს მოვიხმართ.

შესაბამისად, ლარმა დაიწყო გაუფასურება იმ დონემდე, რა დონეზეც უკვე დაკლებული შემოსავალი იქნებოდა საკმარისი. დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მეტ ზეწოლას აღარ ველოდებით სხვა თანაბარ პირობებში, ზუსტად ამას ვგულისხმობთ, რომ იმპორტმაც დაიკლო იმ 1 მლრდ დოლარით და სტაბილურობის ახალი ნიშნული მივიღეთ", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.