26.იანვარი .2016 15:31

გიორგი ქადაგიძე: მე არ ვაბარებ ანგარიშს არც ბატონ მეჭიაურს და არც ბატონ ტყემალაძეს

views 2807
უკან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოთქვამს იმედს, რომ თებერვლის დასაწყისში, პარლამენტში ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა გაიმართება. როგორც ქადაგიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის ანგარიშს არა დეპუტატებს, არამედ ქართველ ხალხს აბარებს.
 
"განსხვავებით 2015 წლისგან, როდესაც ჩვენ გვქონდა დისბალანსი სავალუტო შემოდინებებსა და გადინებებს შორის, დაახლოებით მილიარდი დოლარის ოდენობით, დღეს 2,4 კორიდორის კურსში ეს დისბალანსი არის აღმოფხვრილი. შემცირებულია იმპორტი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობის მოხმარება შემცირებულია. კურსზე მოქმედი ფაქტორებიდან გამომდინარე, ის კურსზე დადებითად მოქმედებს. რიგი დეპუტატები აცხადებენ, რომ მათთვის არ არის საინტერესო ანგარიშის მოსმენა და ამ თემებზე საუბარი. მე არ ვაბარებ ანგარიშს არც ბატონ მეჭიაურს და არც ბატონ ტყემალაძეს. მე ანგარიშს ვაბარებ ქართველ ხალხს და საზოგადოებას", - განაცხადა ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა