07.დეკემბერი .2015 12:38

გიორგი ქადაგიძე: ინფლაცია მცირედით გადაცდა სამიზნე მაჩვენებელს და ეს პროგნოზირებადი იყო

views 1138
უკან

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, ინფლაციის 6,3 პროცენტიანი მაჩვენებელი პროგნოზირებადი იყო.
 
"ინფლაცია მცირედით გადაცდა სამიზნე მაჩვენებელს. ეს პროგნოზირებადი იყო. ამის შესახებ ჩვენ ჯერ კიდევ აგვისტოს მოხსენებებში ავღნიშნავდით. ჩვენი პროგნოზით ინფლაცია პიკს მიაღწევს მომდევნო წლის პირველ კვარტალში და დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას მონეტარული პოლიტიკის განმკაცრების, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ საქართველოში 6,3 პროცენტი შეადგინა. ბოლოს ასეთ მაღალ ნიშნულზე ინფლაციის დონე 2011 წლის აგვისტოში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაცია 7,2 პროცენტი იყო. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 2015-2016 წლებისთვის, 5 პროცენტია. ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5,8 პროცენტი იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა