17.თებერვალი .2016 00:58

გიორგი ქადაგიძე: არცერთი ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა უკანონო

views 1090
უკან

"ყველაფერი რაც გაკეთებულია, რა თქმა უნდა შესაძლოა უკეთესად გაკეთებულიყო “, - აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, გადაცემაში "არჩევანი" განაცხადა. ქადაგიძის თქმით, ერთ-ერთი პრობლემა კომუნიკაციის ნაკლებობა იყო.
 
"ჩვენ გვქონდა უამრავი შეცდომაც, მაგრამ არცერთი გადაწყვეტილება პირადი გამორჩენის მიზნით არ მიგვიღია და არცერთი ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა უკანონო.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ჩვენ გვქონდა იყო კომუნიკაციის ნაკლებობა, რომელსაც ობიექტური ფაქტორები აქვს, კომუნიკაციის ნაკლებობა მსოფლიოს თითქმის ყველა ცენტრალურ ბანკებს ახასიათებს. აქ ალბათ მეტი სიცხადე იყო საჭირო", - განაცხადა ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა