07.დეკემბერი.2015 12:42
საფინანსო სექტორი

გიორგი ქადაგიძე 2017 წლიდან, ინფლაციის მაჩვენებლის 3 პროცენტამდე ჩამოწევას პროგნოზირებს

გიორგი ქადაგიძე 2017 წლიდან, ინფლაციის მაჩვენებლის 3 პროცენტამდე ჩამოწევას პროგნოზირებს
გიორგი ქადაგიძე 2017 წლიდან ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაციის მაჩვენებლის 3 პროცენტამდე ჩამოწევას პროგნოზირებს. როგორც ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ინფლაციის მაჩვენებელი პიკს მომდევნო წლის დასაწყისში მიაღწევს, რის შემდეგაც სამიზნე მაჩვენებელს დაუბრუნდება. სებ-ის პრეზიდენტი საჭიროებიდან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებასაც არ გამორიცხავს.
 
„ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია პიკს მიაღწევს მომდევნო წლის პირველ კვარტალში და დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ საჭიროებას მონეტარული პოლიტიკის განმკაცრების, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ჩვენი ეკონომიკა განვითარების იმ ზღვარზეა, როდესაც ჩვენი ანგარიშების და პროგნოზების მიხედვით, ეროვნული ბანკის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2017 წლიდან ჩამოიწევს 3 პროცენტამდე. ჩვენი საშუალოვადიანი მაჩვენებელი იქნება სამი პროცენტი.

ინფლაცია ნიშნავს სამომხმარებლო ფასების საშუალო ზრდას და თავისთავად ცხადია, ეს არ ნიშნავს რომ ყველა საქონელზე 5-6 პროცენტით არის გაზრდილი ფასი. ზოგ საქონელზე არის მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასი, ზოგ საქონელზე შემცირებულია, ზოგზე კი არ არის ცვლილება. საშუალო ინდექსი არის 6 პროცენტზე ცოტა მეტი. იმ შემთხვევაში თუ დავინახავთ საფრთხეებს ინფლაციის კიდევ ზრდის, ჩვენ გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას“, - განაცხადა ქადაგიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 6,3 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის 2015-2016 წლების სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელი კი 5 პროცენტია.

19.აგვისტო.2019 17:20
612

სებ-ის წინასწარი რიცხვები მნიშვნელოვნად არის შეცვლილი-TBC-ის მთავარი ეკონომისტი ტურიზმიდან შემოსავლებზე

ვრცლად
19.აგვისტო.2019 11:05
458

"სტარტაპ-რესტორანი" - "თიბისი ბანკი" სტარტაპერებისთვის ახალ ფინანსურ პროდუქტს ქმნის

ვრცლად
17.აგვისტო.2019 13:29
258

Fitch: ლარის გაუფასურების ფონზე მთავრობის ვალი მშპ-ის 45.7%-მდე გაიზრდება

ვრცლად
16.აგვისტო.2019 18:00
284

რუსეთი, ირანი და ლარის გაუფასურება - მიზეზები, რის გამოც ივლისში ტურიზმის შემოსავალმა იკლო

ვრცლად
16.აგვისტო.2019 17:20
837

ლარი დოლარის მიმართ გაუფასურდა

ვრცლად
15.აგვისტო.2019 18:00
1901

საქართველოს ეროვნული ბანკი 50 მლნ ლარად “A კლასის” ახალ სათავო ოფისს ააშენებს

ვრცლად