24.ნოემბერი.2015 12:21
საფინანსო სექტორი

გიორგი ნემსაძე: სავალუტო ბაზარზე რყევები იქნება, რაც საუკეთესო გარემოა ტრეიდერებისთვის

გიორგი ნემსაძე: სავალუტო ბაზარზე რყევები იქნება, რაც საუკეთესო გარემოა ტრეიდერებისთვის
ნავთობის ფასების კრიტიკულ ზღვარს გადასცდა. გადაცემა “საქმიან დილაში’’ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს Admiral Markets-ის ანალიტიკოსი გიორგი ნემსაძე მომოიხილავს.

- ნავთობის საერთაშორისო ფასები უკვე  კრიტიკულ ზღვარს გადასცდა. ტრენდი იყო საკმოდ ბუნდოვანი. იზრდებოდა და კლებულობდა, ახლა ფასები კოლოსალურად დაეცა. ეს ყველაფერი რამ განაპირობა და რა მიმართულებით ვითარდება ტრენდი?

- ტრენდი თავის აღებულ გეზს აგრძლეებს. ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაჯგუფდა იმისათვის, რომ ეს ტრენდი განვითარდეს. ყურადღებას ახალ ფაქტორებზე გავამახვილებ, რომელიც წინა კვირაში გამოიკვეთა. ხაზგასასმელია საუდის არაბეთის - ოპეკის წევრი ქვეყნების გააქტიურება ევროპის ბაზარზე. ამ რეგიონზე რუსეთს აშკარა გავლენა ჰქონდა. დღეს უკვე მკვეთრად გამოკვეთილი კონკურენტი გაუჩნდა საუდის არაბეთს. მაგალითად, პოლონეთში უკვე ნავთობის უდიდესი მოწდება განხორციელდა.

- ოპეკი ცდილობს, რომ ნავთობპროდუქტების წილი ევროპის ბაზარზე 33,5 %-დან 40%-მდე გაიზრადოს...

- ისინი ცდილობენ 40%-მდე ზრდის მოპოვებას და მიწოდებას მთლიან ბაზარზე მათ შორის იგულისხმება ევროპული ბაზარიც.
 
- რადგან რუსეთსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს ხელთ, რამდენად რეალური და შესაძლებელია ეს?

- ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი ფაქტორი, რომელიც ამას განაპირობებს, როდესაც ნავთობის ფასი დაბლა მოდის, აქ წინა პლანზე გადმოდის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც მისი მოპოვების ღირებულება ჰქვია. საინტერესოა რატომ ვერ ხდება რუსული ნავთობი კონკურენტუნარიანი. იმიტომ, რომ ის ტექნოლოგიები, რომელსაც საუდის არაბეთში, გაერთიანებულ საემიროებში და ამერისიკის შეერთებულ შტატებში იყენებენ, არის მოწინავე ტექნოლოგიები, რომელიც მოპოვების ხარჯებს მინიმუმამდე დაყავს.

- ევროპისთვის და მთლიანად რეგიონისთვის რა შეიცვლება?

- ფასების ვარდნას ორი კუთხით შეგვიძლია, შევხედოთ. ტრეიდერებისათვის მნიშვნელოვანი პერიოდი ახლოვდება. იმიტომ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, როდესაც რაღაც ხდება, დინამკა და ზუსტად ეს პერიოდი ვთარდება. რას იწვევს ნავთობის ფასების დაბლა დაწევა: ვალუტების მერყეობას ევროპის ბაზარზე. ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ნავთობის ფასის ვარდნითაა გამოწვეული, მაგრამ დავუკვირდეთ ევროს. ის უკვე დოლართან მიმართებაში მრავალი ექსპერტის მიერ მონიშნულ სამიზნეს უახლოვდება. ეს ტრენდი, როგორც ნავთობის ფასის კლება კვლავ ხორციელდება ევრო-დილარის წყვილთან მიმართებაში. ანალოგიურ გავლენას მოახდენს ყველა იმ ქვეყანაზე, რომელიც იმპორტიორი გახლავთ.

- საინტეესოა რამდენად შევძლებთ იმ უპირატესობების გამოყენებას, რაც უნდა გვქონდეს, თუმცა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში არსებულმა ტენდენციებმა აბსოლუტურად სხვა სურათი გვაჩვენა. 1,7 ნიშნულია ევროს გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. ამაზე გარდა ნავთობის ტრენდის მერყეობისა, გავლენას ახდენს ტერაქტების სერია, რომლის შკოკიდანაც ვერ გამოსულან ვერც ევროპა და ვერც საერთაშორისო ბირჟები. კონკრეტულად ამ მიმართულებით რა ხდება, ტრიედერების დღის წესრიგი ტერაქტების სერიამ რამდენად შეცვალა?

- ამ მომენტს ანალიტიკური თვალით შევხედოთ. იმ ქვეყნის ან გაერთიანების დასახელება გამიჭირდება, რომელიც ასეთი პრობლემების კასკადს გაუძლებდა, თუ არა ევრო ზონა. მისი ამ დონეზე მყარად ყოფნა იმ თანმიმდევრულმა რეფორმება განაპირობა, რომლებიც მათ განახორციელეს. გავიხსენოთ საბერძნეთის მომენტი, შემდგომ ლტოლვილების უდიდესი ნაკადი და დღეს განხორციელებული ტერაქტები. ვიცით, რომ ვალუტის კურსზე ამინდიც კი გავლენას ახდენს. ამას დაემატა მარიო დრაგის გამოსვლა, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში შერბილებული მონეტარული პოლიტიკა არ შეწყდება, პირიქით თანმიმდევრულად განხორციელდება. მიუხედავად ყველაფრის ამისა, ევრო თავისი ვარდნით მაინც სტაბილურად მიდის იმ სამიზნისკენ, რაც გამიზნულია ევრიპული პროდუქტის კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის.

- ტრეიდერებისადმი თქვენი რეკომენდაცია რა იქნება?

- თამამდ ვიტყოდი, რომ ტრეიდერები დიდი ყურადღებით უნდა მოემზადონ, იმიტომ, რომ განსაკუთრებით ნავთობთან მიმართებაში წონიანი ექსპეტების აზრით, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გველოდება. ნიშნული, სამიზნე დაახლოებით 20 დოლარისაკენ მიდის. რამდენად განხორციელდება არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში სავალუტო ბაზარზე რყევები იქნება, რაც საუკეთესო გარემოა ტრეიდერეისათვის.
ავტორი: საქმიანი დილა

25.ივნისი.2019 17:35
191

Galt&Taggart რუსული სანქციების ფონზე საქართველოს ეკონომიკის 4,5%-იან ზრდას პროგნოზირებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 16:33
319

Galt&Taggart წლის პირველ ნახევარში “ლარის სისუსტეს” ძირითადად რეზერვების შესყიდვას უკავშირებს

ვრცლად
25.ივნისი.2019 13:16
267

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 50 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ვრცლად
25.ივნისი.2019 12:51
58

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ZEG - Tbilisi Storytelling Festival ჩატარდა

ვრცლად
25.ივნისი.2019 12:24
253

კომერციული ბანკების აქტივები მაისში 3,1%-ით გაიზარდა და 41,2 მლრდ ლარი შეადგინა

ვრცლად
25.ივნისი.2019 12:14
72

საქართველოს ბანკმა ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კონფერენცია - “ინვესტორთა დღე” გამართა

ვრცლად