28.დეკემბერი.2015 17:27
საზოგადოება

გიორგი კვირიკაშვილი: სოფლად მაცხოვრებლები გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს მიიღებენ

გიორგი კვირიკაშვილი: სოფლად მაცხოვრებლები გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს მიიღებენ
"ვგეგმავთ შემოვიღოთ კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოფლად, რაიონებში მაცხოვრებლები მიიღებენ გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს“, - აღნიშნული შესახებ პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით ამ მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება იქნება გამოყენებული.
 
"ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჩავატაროთ ძალიან დეტალიზირებული კვლევა იმ საჭიროებებზე, რაც საჭიროებებიც არაორგანიზებულად შემოსულ ტურისტს ხვდება ქვეყანაში ჩამოსვლისას. ჩვენ გავაკეთებთ დეტალიზებას მსოფლიო ბანკის გაკეთებული კვლევის.

ასევე ვგეგმავთ მოსახლეობის, განსაკუთრებით სოფლად მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ტურიზმის განვითარებაში. ჩვენ ვგეგმავთ შემოვიღოთ კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოფლად რაიონებში მაცხოვრებლები მიიღებენ გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს. კერძოდ, საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს სფლად მაცხოვრებელმა ადამიანმა, კომლმა იმისთვის, რომ მან მიიღოს ტურისტული ნაკადიდან კონკრეტული რაოდენობა ტურისტების წლის განმავლობაში. ამ მხრივ ჩვენ ჩავრთავთ დაფინანსების მექანიზმებსაც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

26.აპრილი.2019 15:04
56

სასტუმრო “ბორჯომი ლიკანში” აღდგენითი თერაპიის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა იგეგმება

ვრცლად
26.აპრილი.2019 13:15
141

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტი 20%-ით შემცირდა

ვრცლად
26.აპრილი.2019 12:07
212

რა ღირს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტული ნომერი საქართველოში

ვრცლად
26.აპრილი.2019 11:07
55

გუდამაყრის ხობაში ხანძარი ლოკალიზებულია, დამწვარია 5 ჰექტარი

ვრცლად
25.აპრილი.2019 23:43
113

გუდამაყარში მეხანძრეები მთელი ღამე იმუშავებენ

ვრცლად
25.აპრილი.2019 22:00
180

"ფატალურად დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევების 30% სიჩქარის გადაჭარბების შედეგია“

ვრცლად