28.იანვარი .2016 21:41

გიორგი კვირიკაშვილი: საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობა მიმდინარეობს

views 1032
უკან

საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაზე მსჯელობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.
 
"რა თქმა უნდა, ამაზე ვმსჯელობთ. საგადასახადო რეფორმის, ანუ ესტონურ მოდელზე გადასვლის ერთ-ერთი კომპონენტი საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცაა და ეს აუცილებლად იქნება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ამ საგადასახადო რეფორმის, რაც თავის მხრივ, ლარის კურსზეც დადებით ეფექტს მოიტანს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 
 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა