29.დეკემბერი .2015 16:06

გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისის საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევა ძალიან საინტერესო იდეაა

views 2149
უკან

"ქუთაისის საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევა საინტერესო პროექტია და მისი განხორციელება შესაძლებელია", - აღნიშნულის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
 
"ქუთაისის საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევა ძალიან საინტერესო იდეაა. ამ საკითხზე იყო არაერთი მსჯელობა და ვფიქრობ, რომ ამ იდეის განხორციელება შესაძლებელია. ყველა ამ პროექტის შედეგად ქუთაისის მნიშვნელობა ტურისტული კუთხით, ინდუსტრიული ცენტრების გახსნის კუთხით გაიზრდება და ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის 7-8 ახალი მიმართულებით ფრენა გახდება შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა