29.აპრილი .2016 09:50

გიორგი კვირიკაშვილი: ქუთაისი უნდა გახდეს ისეთივე სატრანსპორტო ჰაბი, როგორიც ჩიკაგოა

views 2700
უკან

ქვეყანაში მიმდინარე და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკაში ქართველ სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. პრემიერის განცხადებით, სხვადასხვა პროექტების განხორციელების შემდეგ ქუთაისი უნდა გახდეს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი.
 
"ჩვენი რეგორმების ნაწილია ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს გახლავთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, მცხეთა-ლარსის შემაერთებელი მაგისტრალი. ასევე, თბილისიდან აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართულებით ძირითადი მაგისტრალი და თბილისიდან კახეთის მიმართულებით აზერბაიჯანთან მეორე მაგისტრალი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველომ საკუთარი სატრანზიტო ფუნქცია შეასრულოს სრულფასოვნად.

ამას გარდა, კიდევ იგეგმება ქუთაისის შემაერთებელი გზა სამხრეთ საქართველოსთან და ქუთაისიდან სვანეთისკენ მიმავალი გზა თავისი გვირაბებით.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ სატრანზიტო ფუნქცია იქნას შესრულებული და ასევე იმისთვის, რომ ქუთაისი გახდეს საქართველოს შიგნით ისეთივე ჰაბი როგორიც არის მაგალითად ჩიკაგო ამერიკის შეერთებული შტარტებისთვის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი.

ამ ინფრასრტუქტურული პაკეტის განხორციელების შემდეგ, ქუთაისიდან საათი-საათნახევრის მანძილზე იქნება ყველა ის ძირითადი პუნქტი, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს, როგორ ტურისტისთვის ისე ბიზნესისთვის", - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა