08.თებერვალი .2016 13:13

გიორგი კვირიკაშვილი "გაზპრომზე": უსაფუძვლოა ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება

views 947
უკან

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, "გაზპრომთან" სტრატეგიულ საკითხებზე საუბარი არ იყო. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საუბარი ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრას შეეხებოდა.

"ეს საკითხი არის ამოწურული, არანაირ სტარტეგიულ საკითხებზე საუბარი არ იყო. საუბარი იყო წმინდა ტექნიკური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრაზე და მე მგონია, რომ სრულიად უსაფუძვლოა ამ საკითხზე პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელება.

ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანთან, მათ შორის კომპანია "სოკართან" და არაფერი ამ სტრატეგიულ ურთიერთობებს არ ემუქრება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა