26.აპრილი .2016 13:42

გიორგი კვირიკაშვილი პანამის დოკუმენტებზე: ივანიშვილი ყოველთვის გამჭვირვალე ბიზნესისკენ იყო მიდრეკილი

views 1206
უკან

გიორგი კვირიკაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტისას Associated Press-ს ინტერვიუ მისცა. ინტერვიუს ნაწილს ამერიკული გამოცემა usnews.com-ი აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ყოფილ პრემიერთან ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებული პირია.
 
"ბატონი ივანიშვილი "ქართული ოცნების" დამფუძნებელია. ის მნიშვნელოვანი პიროვნებაა, მაგრამ ძირითადი გადაწყვეტილებების მიღებისას და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში, ჩვენი ხელისუფლება დამოუკიდებელია", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

გამოცემა წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთი იყო იმ პირებისგან, ვინც პანამის დოკუმენტებში იყო მოხსენიებული, ქონების ოფშორულ ზონაში განთავსების გამო.

გიორგი კვირიკაშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას დამატებითი ინფორმაცია სჭირდება, იმისთვის რომ უკეთ გაერკვეს ამ საქმეში.

"ბატონი ივანიშვილი ყოველთვის მიდრეკილი იყო გამჭვირვალე ბიზნესისკენ და იმისკენ, რომ დაიცვას ყველა მოთხოვნა, რომელიც გამჭვირვალობას უზრუნველყოფს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა