30.აპრილი .2016 13:44

გიორგი კვირიკაშვილი JPMorgan Chase-ის პრეზიდენტს შეხვდა

views 1026
უკან

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის, JPMorgan Chase-ის სათავო ოფისს ეწვია და შეხვედრა გამართა ბანკის პრეზიდენტთან, ჯეიმს დაიმონთან.
 
გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯეიმს დაიმონს საქართველოს დიდი ნდობისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ვიზიტის განმავლობაში ბიზნესწრეებთან შეხვედრების ორგანიზებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა JPMorgan Chase-ის უდიდესი გამოცდილება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სფეროში და გამოთქვა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი.

პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, JPMorgan Chase-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს და ამ მიმართულებით არსებულ დიდ პოტენციალს.

საუბრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ ძალისხმევაზე, რომელიც საქართველოში დამატებითი კაპიტალის მოზიდვას მოემსახურება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა