ფინანსთა სამინისტროში ნოდარ ხადურის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტს არ ადასტურებენ. როგორც ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, სამინისტროში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, - "ჯერ-ჯერობით ისევ ისე ვმუშაობთ", - განგვიცხადა გიორგი კაკაურიძემ.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ ხადურის მიერ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაცია დღეს სხვადასხვა მედია საშუალებებით გავრცელდა.