მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი კაჭარავა: ბიზნესს საკანონმდებლო ცვლილებებზე წინასწარი პროგნოზი სჭირდება

572ee7efb28b6
BM.GE
08.05.16 11:14
2309
15 ივნისს ბერლინში საქართველო-გერმანიის ბიზნესფორუმის გამართვა იგეგმება. ფორუმში 30-ზე მეტი ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას. საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭოს პროექტების ხელმძღვანელის გიორგი კაჭარავას განცხადებით, წარმოდგენილ სექტრებს შორის იქნება სოფლის მეურნეობა, ღვინის წარმოება, ლოგისტიკა, საბანკო და ტურისტული სექტორი. მისივე თქმით, ადგილზე ქართულ კომპანიებს გერმანული საწარმოების გაცნობის საშუალებაც ექნებათ.
 
"ბიზნესს წინასწარი პროგნოზი სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებებზე. წინასწარ კვლევა უნდა გაკეთდეს და გარკვეული გათვლებიც უნდა იყოს გაკეთებული. ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ერთიანი სისტემური მიდგომა, მთავრობაც და ბიზნესიც ურთიერთ დაინტერესებულები უნდა იყვნენ, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს და გადასახადებიც შესაბამისად ეფექტზე იყოს გათვლილი.

ჩვენც და ევროკავშირიც ბიზნესებს სხვადასხვა მიმართულებით ვეხმარებით, მათ შორის სტანდარტების დაკმაყოფილების კუთხით, მაგრამ ეს შესაძლოა იყოს მეხუთე ფაზა დახმარებათა სტადიაში", - განაცხადა გიორგი კაჭარავამ „საქმიან დილასთან“ საუბრისას.