29.იანვარი.2016 12:00
საზოგადოება

გიორგი ჯიბლაძე: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ცოცხალი ორგანიზმია

გიორგი ჯიბლაძე: შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ცოცხალი ორგანიზმია
"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საბრუნავი საშუალებების კომპონენტი არ შეჩერებულა", - აღნიშნულის შესახებ, პროექტის მენეჯერმა, გიორგი ჯიბლაძემ გადაცემაში "საქმიანი დილა" განაცხადა. მისი თქმით, შეჩერებულია საბრუნავი საშუალებების კონკრეტული მიზნობრივობა. როგორც ჯიბლაძე განმარტავს, პირველადი წარმოების მიმართულებით, საბრუნავი საშუალების დაფინანსების აღდგენა ამ ეტაპზე არ იგეგება.
 
"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ცოცხალი ორგანიზმია. ჩვენ საბრუნავი საშუალებები პირველადი წარმოების მიმართულებით, დავაფინანსეთ სამი ციკლის განმავლობაში. ეს იყო 2013-2014-2015 წლებისთვის. თუ სამი წლის განმავლობაში, ბიზნესი კვლავ ვერ გახდა რენტაბელური ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი ბიზნესი მომავალში აღარ უნდა დაფინანსდეს", - განმარტავს გიორგი ჯიბლაძე. რაც შეეხება 23 წლის მეწარმე, მარიამ კოდუას შემთხვევას, გიორგი ჯიბლაძე განმარტავს, რომ მისი ბიზნესის რენტაბელურობიდან გამომდინარე, ის კომერციული სესხის ბენეფიციარი გახდა.

"მარიამ კოდუას შემთხვევაში, მისი ბიზნესი გახდა ისეთი რენტაბელური რომ ის უპრობლემოდ ხდება კომერციული სესხის ბენეფიციარი. თუ ბიზნესი ემსახურება კომერციულ სესხს, არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდებოდეს სახსრების ამ კუთხით მიმართვა.

"პროექტის მიმდინარეობისას არ არის არანაირი ხარვეზი, შესაძლოა იყოს კომუნიკაციის პრობლემა. 47-01-01 არის ჩვენი ცხელი ხაზის ნომერი, რომელზეც ბენეფიციარებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ. რადგან ბენეფიციარები რეგიონებში არიან, მათთან ინფორმაცია შესაძლოა დაგვიანებით მიდიოდეს", - განმარტავს გიორგი ჯიბლაძე.

16.ივლისი.2019 09:50
106

დაცვის პოლიცია კერძო დაცვით კომპანიებს ვეღარ შეამოწმებს-ახალი კანონპროექტი უკვე პარლამენტშია

ვრცლად
15.ივლისი.2019 20:00
191

საქართველო 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

ვრცლად
15.ივლისი.2019 18:43
255

ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, 1 სამართალდამცველი დააკავეს

ვრცლად
15.ივლისი.2019 16:19
239

ბრიტანელ მათემატიკოს ალან ტიურინგს £50 ფუნტიან ბანკნოტზე გამოსახავენ

ვრცლად
15.ივლისი.2019 15:16
205

პრემიერი განათლების ქალაქის მშენებლობის პროცესს გაეცნო - პროექტის ბიუჯეტი 20 მლნ-მდეა

ვრცლად
15.ივლისი.2019 14:31
4515

FaceApp-ი, რომელიც ინტერნეტ სენსაციად იქცა, რუსულ კომპანიას წარმოადგენს

ვრცლად