31.მაისი.2016 13:02
ბიზნესი

გიორგი ისაკაძე: აუცილებლად მექნება სამართლებრივი რეაგირება

გიორგი ისაკაძე: აუცილებლად მექნება სამართლებრივი რეაგირება
"მაესტრომ” ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ბიზნესკონტაქტი“, „საქმიანი დილა“ და „ანალიტიკა“ ეთერში დარჩეს ამ გადაცემების ავტორის და მენეჯერის გიორგი ისაკაძის გარეშე.

ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შესახებ განცხადება გიორგი ისაკაძეს გუშინ ჩაბარდა. ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარ მიზეზად, გიორგი ისაკაძის მხრიდან მის მიერვე შექმნილი გადაცემების აუთსორსზე გასვლის მოთხოვნა დასახელდა.

"ბიზნესკონტაქტის", "ანალიტიკის" და "საქმიანი დილის" გუნდი, სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარ გარანტად სწორედ ორ რამეს ასახელებდა: ეს იყო გიორგი ისაკაძე, რომელმაც შეკრა ეს გუნდი და აუთსორსი - ანუ უფლება, კონტენტი გვემართა დამოუკიდებლად - ზუსტად ისე, როგორც აქამდე.
 
გიორგი ისაკაძისთვის მიწერილ წერილში ხაზი აქვს გასმული იმას, რომ მისი, როგორც გადაცემის ავტორის და მენეჯერის შეუთავსებელი პოზიციები მაესტროს ხელმძღვანელობასთან ხდება მისი გათავისუფლების ერთ-ერთი მიზეზი. ხელშეკრულების გაწყვეტის დეტალზებზე გიორგი ისაკაძემ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში ისაუბრა. 

"ჩემთვის მიღებული მეილი ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორისგან არ ყოფილა სიურპრიზი, რადგან მე გუშინ დილით მქონდა შეხვედრა ზურაბ ნაყეურთან, რომელმაც გადმომცა ყველაფერი ის რაზეც წერილში იყო საუბარი. მან გაიარა დამატებითი კონსულტაციები კომპანიის დამფუძნებლებთან, საუბარია დაახლოებით აქციონერთა 80%-ზე, რადგან როგორც თავადაც მითხრა და ცნობილია რომ გადაწყვეტილებებში მონაწილეობას არ ღებულობენ მაესტროს ძველი დამფუძნებლები: ვგულისხმობ მამუკა ღლონტს და ეკატერინე აკობიას და თუ არ ვცდები ილია კიკაბიძეც აქციონერია. მითხრა რომ მათ არ სურთ გააგრძელონ ჩემთან საქმიანი ხელშეკრულება, როგორც პროექტის მენეჯერთან.

ამის გარდა, შემიძლია გითხრათ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ყურადღების ღირსია - მსურს ამოვწურო ფინანსების თემა. მაესტროსთან ბოლო პერიოდში მიმოწერისას მაკავშირებდა სამი თემა ფინანსებთან მიმართებაში: პირველი ეს გახლავთ ჩემი როგორც კრედიტორის თემა. როდესაც კომპანიას შეექმნა საშიშრება რომ მას დაედებოდა ყადაღა, დამფუძნებლებთან შეთანხმებით შევეცადე ეს პრობლემა აღმომეფხვრა. პირადად ავიღე ოვერდრაფტი ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან და დავფიქსირდი კრედიტორად.

ასევე ფინანსებს უკავშირდება თემა რომელიც ეხება თანამშრმომლებისთვის წლის ბოლოსთვის მაინც ხელფასების მატებას 20%-ით და მე მივიღე პასუხი რომ ეს ვერ მოხდებოდა წელს და მას გაგებით მოვეკიდეთ. მიზეზი იყო ხელშეკრულება, რომელიც ფიქსირებულ ხელფასებს გულისხმობს და ცვლილება მასში ვერ შევიდოდა.

აუთსორსზე გასვლაზეც ნაყეურისგან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მიუღებელია. ჩვენ წარვუდგინეთ განცხადება, აუთსორსის შესაძლებლბა თუ იქნებოდა 15 იანვრიდან, იმ პერიოდიდან როდესაც ტელეკომპანია იმედთან ამოიწურებოდა ხელშეკრულება.

2 ოქტომბერს, როდესაც მე დავბრუნდი ეთერში ეს იყო ჩემი ზეპირი შეთანხმება კომპანიის წინა მენეჯმენტთან და ნაწილთან აქციონერების და მე დავიწყე "ანალიტიკის" წაყვანა. მაშინ იყო მხოლოდ ზეპირი მოლაპარაკება, რომ გადაიხედებოდა ჩემი სახელფასო ანაზღაურება, თუმცა არ შეცვლილა კონტრაქტში არაფერი, იყო მხოლოდ ზეპირი შეთანხმება. ამაზეც მივიღეთ პასუხი რომ კომპანიას არ აქვს საშუალბა რომ სახელფასო გადახედვა მოხდეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კონტრაქტი რომელიც მე მაქვს მაესტროსთან გაფორმებული არ ითვალისწინებს, რომ მე უნდა წამეყვანა გადაცემა.
 
მოწერილიდან ჩანს, რომ არის ტოტალური სხვაობა ხედვებში აუთსორსთან დაკავშირებით, ჩემსა და ტელეკომპანიის მესვეურებს შორის. ეს გახდა დამატებითი მიზეზი რომ გაწყდეს კონტრაქტი.

აუცილებლად მოხდება ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი. ამ თემასთან დაკავშირებით ადვოკატები უკვე ჩართულები არიან და აუცილებლად მექნება სამართლებრივი რეაგირება.

ჩემი დაბეჯითებითი სურვილია, რომ პროექტებმა გააგრძელოს ეთერში ყოფნა და მე არ მითქვამს არაფერი ჰაერზე, როდესაც ვამბობდი, რომ ეს პროექტები დახურვისთვის არ შემიქმნია", - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

18.მარტი.2019 12:26
1522

"ჯიგრები" - რა მომსახურებას სთავაზობს ქართული სტარტაპი მომხმარებელს

ვრცლად
07.მარტი.2019 13:30
333

საწარმოებს გარემოზე ზემოქმედებისთვის ფინანსური ვალდებულება დაეკისრებათ

ვრცლად
06.მარტი.2019 17:20
994

აშშ-ში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინის დეგუსტაცია გაიმართება

ვრცლად
06.მარტი.2019 12:24
327

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

ვრცლად
06.მარტი.2019 10:25
637

თამაზ დაუშვილი: ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალია

ვრცლად
02.მარტი.2019 13:20
396

რომელ პროექტებზე იქნება დაშვებული კ2 კოეფიციენტის მატება?

ვრცლად