15.დეკემბერი .2015 15:50

გიორგი გახარია: საპოლიციო გამოსახლების გაუქმება არ იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება

views 1369
უკან

"საპოლიციო გამოსახლების გაუქმება არ იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება", - აღნიშნულის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი სისტემა აღნიშნული ცვლილებისთვის მზად არ არის.
 
"საპოლიციო გამოსახლების გაუქმება არ იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება. ვთვლი, რომ დღეს ჩვენი სისტემა ამისთვის მზად არ არის, ამას დასჭირდება დაახლოებით 3-4 წელი.

ეს არის ბიზნესის გადაწყვეტილება, მათ შეუძლიათ გამოიყენონ ის იურიდიული ინსტრუმენტები რომლებიც არსებობს. თუ სხვებს შეუძლიათ გამოიყენონ საკონსტიტუციო სასამართლოს ინსტრუმენტი, რატომ არ შეიძლება ბიზნესმაც გამოიყენოს? თუმცა ჩვენ გვარწმუნებენ, რომ სასამართლო ხელისუფლება მზად არის უმოკლეს ვადებში ეფექტურად განიხილოს ეს თემები", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი პარასკევს, გაუქმდა. კანონში ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს საქართველოს ბანკების ასოციაცია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა