მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს

5d10de9f97d89
თელარა გელანტია
24.06.19 18:28
1331
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს.

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.