მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი გახარია: ჩვენ ისეთ შეთანხმებებს მივაღწიეთ, რომლებიც პანკისის ხეობას სარგებელს მოუტანს

5cbc76fa19dcd
BM.GE
21.04.19 17:54
1043
დღევანდელი შემთხვევა ყველასთვის ძალიან მძიმე იყო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა უმძიმესი იყო ხეობის მოსახლეობისთვის და საქართველოს პოლიციისთვის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, შეთანხმება, რომელიც „პანკისის ხეობის მცხოვრებლებთან დადეს, რთული, მაგრამ მიღწევადი იყო“.

„სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ამ უხუცესი ადამიანების სიბრძნისა და სახელმწიფოს თმენის ვალდებულების გათვალისწინებით, ჩვენ ისეთ შეთანხმებებს მივაღწიეთ, რომლებიც მოუტანს სარგებელს ამ კონკრეტულ ხეობას, კონკრეტული სოფლების მცხოვრებლებს, ასევე გააძლიერებს ჩვენს მეგობრობასა და ჩვენს ძმობას მომავალში და ჩვენს ერთიანი, განუყოფელი საქართველოს მშენებლობისათვის.

რაც შეეხება ჩვენს შეთანხმებას, ჩვენი შეთანხმება არის ძალიან მარტივიც და ამავდროულად რთულიც, მაგრამ მიღწევადი და პრაგმატული, “ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შს მინისტრის თქმითვე, ხეობაში ჰესი მაშინ აშენდება, როცა ადგილობრივების 90% მას მხარს დაუჭერს. გახარიას განცხადებით, ხეობას სპეცრაზმი დატოვებს, პოლიცია კი, დარჩება.

წყარო: IPN