მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ჩიქოვანი: გვითხრას ხალხმა, რატომ ეწინააღმდეგებიან ასეთ მცირე, სუფთა ჰესებს

5cbde99c02599
ლიკა გურაბანიძე
23.04.19 10:20
972
„ეს აბსოლუტურად მართული პროცესია. არ შეიძლება 5-მეგავატიანმა ჰესმა კატასტროფა ან ნგრევა გამოიწვიოს,“ - ამის შესახებ საქართველოს ენერგტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ჩიქოვანმა პანკისის ხეობაში შექმნილის ვითარების კომენტირებისას განაცხადა.

ჩიქოვანის განმარტებით, ხეობაში, სადაც კომპანია „ფერი“ ხადორ-3-ს აშენებს, პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

„არ ვიცი ეს რა ძალაა, ამ ძალამ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა, რომელიც ჩვენ განვითარებას ყველგან ეწინააღმდეგება. გვინდა გავიგოთ, რა არის ეს ძალა და ვინც ეწინააღმდეგება გვითხრას, რატომ ეწინააღმდეგება და მოსახლეობამ გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი,“ - აღნიშნა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანის განმარტებით, საზოგადოება მათ არ უსმენს.

„პრობლემა არის ის, რომ არავინ გვისმენს. არა, არ გვინდა და არ გვაინტერესებს, ჩვენ ზუსტად ამ მიდგომის წინააღმდეგი ვართ. დღეს გვინდა ვთქვათ, რომ ვისაც ასეთი მიდგომა აქვს - „არა, არ მაინტერესებს“ ან „არ მინდა“, ის ყოველგვარ პროგრესს ეწინააღმდეგება. ჩვენ გვინდა, დიალოგის მაგიდასთან მოვიწვიოთ და გვითხრას ხალხმა, რატომ ეწინააღმდეგებიან ასეთ მცირე, სუფთა და განახლებად ენერგიას,“ - განაცხადა გიორგი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში ჰესის „ხადორი 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ჯამში, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის - 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

გუშინვე, პანკისის ხეობაში მინისტრთა კაბინეტი - შსს მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინსიტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდნენ.

პანკისის ხეობის მოსახლეობასთან და უხუცესებთან შეხვედრის შემდეგ, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ხადორი-3-ის მშენებლობა მაშინ განახლდება, როცა ადგილობრივების 90% მხარს დაუჭერს.

ცნობისთვის: „ხადორი 3“-ის 5,4 მეგავატი სიმძლავრის მცირე ჰესს კომპანია „ფერი“ აშენებს.