მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტს შეეძლო ერთპიროვნულად დაესახელებინა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატურა

56559316d8ab0
ბიზნესკონტაქტი
25.11.15 14:49
2171
საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ ვიზიტი დაასრულდა. მისიამ შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან გამართა. შეხვედრა ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგა. მხარეებმა ქვეყნის მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკაზე, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და სტრუქტურულ რეფორმებზე ისაუბრეს. რა თემებზე გამახვილდა ადმინისტრაციის მხრიდან მისისასთან შეხვედრისას ყურადღება?
პრეზიდენტის მრჩეველის ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილის ინტერვიუ “ბიზნესკონტაქტთან“.

- შეხვედრის დროს რა იყო თქვენს მიერ დასახელებული საკითხები, ყურადღება რაზე გამახვილდა და რა ინიციატივები მოდიოდა მათგან?

- მთავარი რაც არის, საერთაშორისო სავალუტო ფონდს საქართველოში პროგრამის მიმოხილვა დასრულებული არ ჰქონდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო სწორედ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული კანონდებლობის ცვლილება, ანუ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის ნეგატიური შეფასება და საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების არგათვალისწინება. ასევე ის, რაზეც საქართველოს პრეზიდენტი მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, - ის, რასაც საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და შემდგომ საკონსტუტიციო სასამართლომ დროებით შეაჩერა. ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ჩამოვიდა. იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიმოხილვის დასრულებას. ეს საქართველოსა და სავალუტო ფონდის შემდგომ საქმიანობაზე ცხადია, რომ აისახება. ამიტომ, ყველა ტიპის პრობლემური საკითხი ამ კუთხით გადაჭრილი უნდა იყოს.

- ბევრი ანალიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ ეროვნული ბანკი არ ითვალისწინებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს. ორი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამომხმარებლო სესხების ასპექტი და ფინანსური სტაბილურობის საბჭოს ფორმირება ქვეყანაში, რაც უნდა იყოს ეროვნული ბანკის ბაზაზე მთლიანობაში. კონკრეტულად ამ მიმართულებით როგორ გამოიყურება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ხედვა და რამდენად ითვალისწინებს ეროვნული ბანკი მათ რეკომენდაციებს?

- ეროვნული ბანკის შესახებ ვერ ვისაუბრებ. თუმცა, ჯამურად ვიტყვი, რომ ეროვნული ბანკი არის ერთ-ერთი ის ინსტიტუტი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ყველაზე უფრო აქტიურად თანამშრომლობს. ეროვნული ბანკი არის ის ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე უფრო კვალფციურად ასრულებს საერთასორისო ფონდის რეკომენდაციებს იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მას აქვს დაწყებული შესრულება. რა თქმა უნდა, ცალკეულ ნაწილში შესაძლებელია სადისკუსიო თემები არსებობდეს, მაგრამ ეროვნულ ბანკს ჰყავს კვალიფიციური თანამშრომლები, კვალიფიციური გუნდი დიდწილად, რომლებიც ვფქრობ, საერთაშორისო ფონდთან თანამშრომლობას წარმატებით ართმევენ თავს, მათ შორის კვალიფიციურ დისკუსიას.

- პათოსი არის ერთი, რომ თუ ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს ის გამოწვევები, რაც მაკროეკნომიკური მიმათულებით არის მსოფლიოსა და მათ შორის რეგიონში, ამისთვის აუცილებელია განხორციელდეს, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური და სხვადსხვა მნიშვნელოანი მიმართულებებით სტრუქტურული რეფორმები. სტრუქტურულ რეფორმებში რა მოიაზრება?

- ცხადია, სტრუქტურული რეფორმების საჭიროება არის. სამუშაო ამ მიმარულებით ბევრია. ამ წუთას კონკრეტულ დეტალებზე გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ ვისაუბრებ. გამოქვეყნდება კონკრეტული რეკომენდაციები და შემდგომ შეგვიძლია ამ საკითხებზე ვისაუბროთ. ერთ მნიშვნელოვანი საკითხი საკმაოდ სერიოზული თემაა, რომელიც კვლავ აღელვებს საერთაშორისო სავალუტო ფონდს და კვლავ არის დღის წესრიგში დაყენებული, აღნისნულ თემაზე საუბარი გვქონდა და კვლავ თანხვედრაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის და საქართველოს პრეზიდენტის ხედვები, რომ საუკეთესო გამოსავალი შემდგომი რეფორმების გასახორციელებლად, მათ შორის მონეტარული პოლიტიკის უზრუნველსაყოფად არის სწორედ საბანკო ზედამხედველობის ეროვნულ ბანკში დარჩენა.

- საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთ-ერთი იყო იმ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, რომელმაც გამოაქვეყნა წერილი საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკიდან გამიჯვნის ასპექტზე. დაფიქსირდა თუ არა კვლავინდებურად მათი შემართება და იმავეა თუ არა მათი პათოსი, რომ საბანკო ზედამხედველობა დარჩეს ეროვნულ ბანკში?

- აღნიშნულთან დაკავშიებით აბსოლუტურად იგივეა სავალუტო ფონდის პათოსი და ისევ თანხვედრაშია საქართველოს პრეზიდენტის და ფონდის ხედვა, რომ არ არსებობდა არც ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა და შესაბამისად, არც ახლა არსებობს ამის მიზეზი.

- როდესაც ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას ვეხებით, სავალუტო ფონდის წარმომადგენლებში კითხვის ნიშნები ხომ არ ჩნდება?

- სიტუაცია მარტივია იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტური განხორციელება. იმისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს კონსტუტიციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულება მას აუცილებლად სჭირდება ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, როგორიც არის საბანკო ზედამხედველობა. ვფიქრობ, ამ საკითხში კვლავ იგივეზა პოზიცია და სწორედ როდესაც ვსაუბრობთ მონეტარულ სტაბილურობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მონეტარულ სტაბილურობას საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა სერიოზულ რისკს შეუქმნის.

- დეპოზიტების დაზღვევა და საპენსიო რეფორმა, - ეს ორი მიმართულება კაპიტალის ბაზრის გარეშე წარმოუდგენელია. როგორ წარმოუდგენია საერთაშორისო სავალუტო ფონდს ამ მიმართულებების ქვეყანაში ფორმირება?

-მნიშვნელოვანია, ფონდის რეკომენდაციები ამ კუთხით ჯერ გამოქვეყნდეს. იყო საუბარი და აქცენტი გაკეთდა, რომ მქასიმალურად სწრაფად არის საჭირო საპენსიო ბაზრის, კაპიტალის ბაზრის რეფორმები, მათ შორის დეპოზიტების ნაწილის და რაც მთავარია საჭიროა აქტური ქმედებების განხორციელება დოლარიზაციის შესამცირებლად/ლარიზაციის გასაზრდელად. ის, რაც ახლა გადავიტანეთ ლარის დევალვაცის დროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ამ მიმართულებით ფასდაუდებელია და მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობას და ისეთი გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ჩვენს ურთიერთობებს.

- თქვენ განაცხადეთ, რომ იანვრის პირველ ნახევარში პრეზიდენტი დაასახელებს გიორგი ქადგაიძის მონაცვლის კანდიდატურას. რა ეტაპზეა ეს პროცესი?

- პრეზიდენტს შეეძლო ერთპოროვნულად დაესახელებინა კანდიდატურა, მაგრამ ეს, როგორც იყო ეროვნული ბანკის საბჭოს წინა შემთხვევაში, უზენაეს სასამართლოს, სემეკი, ცეესკოს შემთხვევებში, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ეს პროცესი ღია ყოფილიყო და მასში ექსპერტები ჩაერთო. მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები საექსპერტო წრეებთან. ვიმედოვნებ, რომ იანვრის პირველ ნახევარში ექსპერტებთან კონსულტაციის შედეგად, კანდიდატურის განხილვა უკვე შესაძლებელი იქნება. დეკემბრის შუა რიცხვებში ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებული პირველი იდეები წარმოდგენილი იქნება.