10.იანვარი.2016 22:15
ეკონომიკა

გიგა ბედინეიშვილი: რუსული გაზი კრემლზე გაზრდილ დამოკიდებულებას მოგვიტანს

გიგა ბედინეიშვილი: რუსული გაზი კრემლზე გაზრდილ დამოკიდებულებას მოგვიტანს
„რუსული გაზით დივერსიფიკაციას ვერ მოგვიტანს. სამაგიეროდ მოგვიტანს კრემლზე გაზრდილ დამოკიდებულებას“, - აღნიშნულის შესახებ გიგა ბედინეიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. მისი თქმით, რუსული გაზით დივერსიფიკაცია ქვეყანას ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც აზარალებს.
 
""ალტერნატიული გაზის წყარო დივერსიფიკაციისთვის გვჭირდება" არის სულელური არგუმენტი და, აი რატომ:

დივერსიფიკაციის ცნება ფართო მოხმარებაში ინვესტიციების მართვის მეცნიერებიდან შემოვიდა. აზრი (მარტივად) შემდეგია: იმის მაგივრად რომ მთელი ფული ერთ ფინანსურ ინსტრუმენტში (ვთქვათ აქციაში) ჩადო, როგორც წესი ჯობია ორ ან რამდენიმე ინსტრუმენტში გაანაწილო. ეს წესი მუშაობს თუ გაქვს ვთქვათ ორი ინსტრუმენტი, რომელთაგან ერთი უფრო რისკიანია (მაგრამ მაღალი მოგება უნდა მოიტანოს) და მეორე ნაკლებ-რისკიანია (თუმცა უფრო დაბალი მოსალოდნელი მოგება მოაქვს).

ფინანსურ ბაზრებზე არსებული ლოგიკით, ჩვეულებრივ, უფრო მაღალი რისკის ინვესტიციები უფრო მაღალ მოგებას იძლევა. თუ ფულს ამ ორ ინსტრუმენტს შორის გაანაწილებ მაშინ შენ შეძლებ რისკი უფრო სწრაფად შეამცირო ვიდრე მოგება ან მოგება უფრო სწრაფად გაზარდო ვიდრე რისკი. ესაა დივერსიფიკაციის ხეირი.

მაგრამ უფრო მაღალ-რისკიანი და დაბალი მომგებიანობის ინსტრუმენტის დამატებით შენს საინვესტიციო პორტფელში დივერსიფიკაციის ხეირს ვერანაირად ვერ მიიღებ - პორტფელის რისკიც გაგეზრდება და მომგებიანობაც დაიწევს. სულელი უნდა იყო ეს რომ გააკეთო (ან მავნებელი).

უფრო იაფი (მომგებიანი) და საიმედო (დაბალი რისკის) აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლება უფრო ძვირი (წამგებიანი) და სახიფათო (მაღალი რისკის) რუსული გაზით დივერსიფიკაციას ვერ მოგვიტანს. სამაგიეროდ მოგვიტანს კრემლზე გაზრდილ დამოკიდებულებას. ანუ ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც ვაგებთ“, - წერს ბედინეიშვილი.

21.აგვისტო.2019 13:13
5

"ვითიბი ბანკის" და Jeep -ის ერთობლივი შეთავაზება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:11
8

„არემჯიში“ წყლის გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა იწყება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:02
100

„ლაურა ღაჭავამ დღგ-ის ყალბი აქტივის შექმნის გზით, სახელმწიფოს 2.1 მლნ ლარის ზიანი მიაყენა“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 12:54
158

ლაურა ღაჭავას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - რას ედავება სახელმწიფო ბიზნესმენს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 12:40
56

რიკოთის გზის შემადგენელი ჩუმათელეთი-ხევის 330 მლნ-იან მონაკვეთს ჩინური კომპანია ააშენებს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 12:16
525

მეთიუ ბრაიზა: თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება ნიშანი, რომ კვაზი სახელმწიფო ხართ

ვრცლად