03.თებერვალი .2016 16:27

გია გაჩეჩილაძის ადვოკატი: მაკა ასათიანის ვალის დიდი ნაწილი დოკუმენტურად არ დასტურდება

views 1240
უკან

მაკა ასათიანის ვალის დიდი ნაწილი დოკუმენტურად არ დასტურდება" - აღნიშნულის შესახებ გია გაჩეჩილაძის ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, აუდიტორულ კომპანას რომელმაც ტელეკომპანია "მაესტროს" შემოწმება მოახდინა, გარკვეულ დოკუმენტებზე წვდომის საშუალება არ მიეცა, რაც მისი თქმით კომპანიის დასკვნაშიც აღნიშნულია. როგორც კორძახია განმარტავს, მაკა ასათიანის მიმართ დავალიანება ბევრად ნაკლებია, ვიდრე ეს გაცხადებული იყო.
 
"ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო კომპანია BDO და მან გამოავლინა, რომ მაკა ასათიანის ვალის დიდი ნაწილი დოკუმენტურად არ დასტურდება. ძალიან ბევრი დოკუმენტები არ მისცეს ჩვენს მიერ მოწვეულ აუდიტს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს BDO-ს წინასწარი დასკვნაა და მას შემდეგ რაც წვდომა გვექნება კომპანიის დოკუმენტებთან ჩავატარებთ სრულ აუდიტს მაესტროს ვალდებულებების სრული ოდენობის დასადგენად, რადგან ის თანხა რაც გაცხადებული იყო მაკა ასათიანის მიერ, მნიშვნელოვნად, მინიმუმ ორჯერ და ალბათ უფრო მეტჯერაც ნაკლებია. წარმოდგენილი საბუთებიდან ჩანს, რომ თანხა დოკუმენტურად არ დასტურდება. საერთოდ დოკუმენტები არ არის, რომელიც ადასტურებს სატელიტური ანტენების შემოტანას და ა.შ “.

მაკა ასათიანის ჩარიცხვა დაახლოებით 3 მილიონია, აქედან 1 მილიონი დაბრუნებული აქვს ტელეკომპანიას" - აცხადებს ადვოკატი.