04.თებერვალი .2016 13:59

გია გაჩეჩილაძე: რა შუაშია კერძო კომპანიასთან არასამთავრობო "გამჭირვალობა"?

views 1296
უკან

ტელეკომპანია "მაესტროში“ პარტნიორთა კრება მიმდინარეობს. კრებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების დასწრება მოითხოვა არხის დირექტორმა, ბაია გადაბაძემ, თუმცა მათ სხდომაზე დასწრების უფლება არ მიეცათ.
 
"რა შუაშია კერძო კომპანიასთან არასამთავრობო გამჭირვალობა? რატომ უნდა დაესწროს კრებას ის ხალხი, რომელიც არ უნდა დაესწროს? კითხვებს გარეთაც შეიძლება პასუხი გაეცეს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება იმას შეინარჩუნებს თუ არა პოსტს ბაია გადაბაძე, აღნიშნულთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძემ კომენტარის გაკეთებისგან, სხდომის დასრულებამდე თავი შეიკავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა