მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანული ავტოკონცერნი ბაზრებიდან 60.000 ავტომობილს გაიწვევს

5ce2b9056a41b
მიშა ხაჩიძე
21.05.19 00:10
863
გერმანული ავტოკონცერნი „დაიმლერი“ (Daimler) ბაზრებიდან 60.000 ავტომობილს უკან გაიწვევს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 2012-2015 წლებში გამოშვებულ დიზელის ძრავიან მერსედეს-ბენცის ავტომობილებს შეეხება.

როგორც ირკვევა, კომპანიის მიერ წარმოებულ დიზელისძრავიან GLK 220 CDI ტიპის მანქანებში გამონაბოლქვში ნიტროგენის ოქსიდების (NOx) გამოყოფა დადგენილზე მაღალია, თუმცა გამოსაბოლქვ სისტემაში არსებული მოწყობილობა მის რეალურ მაჩვენებელს აყალბებს, რაც ერთგვარი მანიპულაციაა.

შეგახსენებთ, რომ გერმანულმა ავტოკონცერნმა 2017 წელს ბრიტანეთიდან მილიონზე მეტი „მერსედესის“ მარკის ავტომობილი გაიწვია - მაშინ მანქანების აალების საშიშროება არსებობდა.

უფრო მასშტაბური კი, კომპანიის მიერ ევროპის ბაზრებიდან 3 მილიონი ავტომობილის გაწვევის გადაწყვეტილება აღმოჩნდა. დიზელის ძრავიანი ავტომობილი ჰაერის დაბინძურების ევროპულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.