მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის მონაცემთა დაცვის სამსახურის გაფრთხილება FaceApp-თან დაკავშირებით

5d31af981cf57
თათია ჩაფიჩაძე
19.07.19 15:38
6348
გერმანიის მონაცემთა დაცვის კომისია მოქალაქებს FaceApp-ის რისკებთან დაკავშირებით აფრთხილებს.

გერმანული მედიის ცნობით, პირადი ინფრომაციის დაცვის კომისარმა ულრიხ კელბერმა განაცხადა, რომ რუსული პროგრამის გამოყენება სახიფათოა.

"უცნობია, რა მონაცემებზე აქვთ წვდომა, უცნობია ისიც, თუ რისთვის გამოიყენებენ. მე ერთადერთი, შემიძლია გირჩიოთ, რომ კარგად დაფიქრდით, სანამ თქვენს ფოტოებზე, ადგილმდებარეობასა და ინდტიფიცირებაზე წვდომის უფლებას ვინმეს მისცემთ, მით უმეტეს, ისეთ ადამიანებს, ვისაც არ იცნობთ და არ იცით, რაში გამოიყენებენ მას", - განუმარტა გერმანულ გამოცემებს ულრიხ კელბერმა.

აღსანიშნავია, რომ რუსული აპლიკაცია FaceApp ბოლო რამდენიმე დღეა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მწვავე კრიტიკის საგანია. ამერიკელმა სენატორებმა FBI-ისგან აპლიკაციის შემოწმება მოითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Wireless Lab-ი, რომელმაც აპლიკაცია FaceApp-ი შეიმუშავა, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს.

ალგორითმი და სისტემა, რომელიც ადამიანებს "აბერებს" და მათ ფოტოებს სქესსაც უცვლის, 2014 წელს რუსმა დეველოპერმა იაროსლავ გონჩაროვმა შექმნა.

კომპანია აგროვებს მომხმარებელთა სრულ ფოტო გალერეას, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართებს. FaceApp-ი აცხადებს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას, ის გადასცემს მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც FaceApp-ის საერთო ბიზნეს ჯგუფში შედიან.