მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის ელჩი: საქართველოში ერთ-ერთი პრობლემა პროფესიული განათლების დონეა

569503175e7f5
ელენე ჩომახიძე
12.01.16 17:41
2594
ინტერვიუ გერმანიის ელჩთან საქართველოში ბეტინა კადენბახთან.
 
რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში ანგელა მერკელის განცხადება გავრცელდა , სადაც ის საქართველოს ახალი პრემიერ მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და აღნიშნავს რომ გერმანია მზად არის გააგრძელოს საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობები და კვლავ შეუწყოს ხელი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას. შეგიძლიათ გვითხრათ კონკრეტულად რა ეკონომიკურ ურთიერთბობებზეა საუბარი?

საქართველოში ჩვენი ერთერთი ინტერესის ობიექტია საინვესტიციო გარემო, აქედან გამომდინარე ჩვენ ამ გარემოს გაუმჯობესებაში აუცილებლად გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ბატონი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო , გერმანიაში მან და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შტაინმაიერმა ერთად გახსნეს გამოფენა, რომელიც მიზანი იყო საქართველოსა და ქართული პროდუქციის როგორც ბრენდის პოპულარიზაცია გერმანიაში.ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ აუცილებლად გავაგრძელებთ მხარდაჭერას ამ მიმართულებით. თქვენი ქვეყნისთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია და ის ფინანსური მხარდაჭერა რომელიც საქართველოს გერმანიიდან აქვს ასევე პირდაპირი დახმარებაა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების სისრულეში მოყვანისთვის.

მგრდადი ეკონომიკური, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა - ისევ აპირებს გერმანია საქართველოს მხარდაჭერას ამ სექტორებში ?

რასაკვირველია ამ სექტორებში საქართველოს მხარდაჭერას ჩვენ ისევ გავაგრძელებთ. როდესაც საქართველო პარიზში კლიმატის შესახებ კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას თქვენმა ქვეყანამ რასაკვირველია გარკვეული ვალდებულებებიც აიღო საკუთარ თავზე შესასრულებლად და ჩვენ ამ ვალდებულებების შესრულებაში აუცილებლად დაგეხმარებით. ასევე გაგრძელდება გერმანიის მხარდაჭერა უკვე დაწყებულ პროექტებშიც, მაგალითად როგორიცაა პროექტი ბათუმში წყლის სისტემების მართვასთან დაკავშირებით. ამ ყველაფერს რასაკვირველია უზრუნველყოფენ გერმანული სააგენტოები , რომლებიც საქართველოში მუშაოებენ ამ მიმართულებით.

მნიშნელოვანია გერმანიის კერძო სექტორის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. გაქვთ თუ არა ინფორმაცია აპირებს თუ არა მიმდინარე წელს რომელიმე გერმანელი ინვესტორი ქართული ბაზრით დაინტერესებას და გასული 2015 წელიც რომ შეგვიფასოთ რამდნეიმე სიტყვით ინვესტიციების თავლსაზრისით...

ამ მიმართულებით არსებობს გარკვეული პრობლემები. ჩვენ ძალიან გვინდა რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს ძალისხმევას ინვესტიციების მოზიდვის თავლსაზრისით. ასევე როგორც უკვე აღვნიშნე მხარი დავუჭიროთ თქვენი პროდუქციის , როგორც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების ერთერთი უმნიშნელოვანესი ასპექტის, პოპულარიზაციას . თუმცა ამისათვის მეტი წილი ქმედებები უნდა განხორციელდეს საქართველოში, აქ უნდა შეიცვალოს ბევრი რამ. ვიდრე კონკერეტული პროექტების განხორციელებას დავიწყებთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ეგრეთწოდებული ჩარჩოები , რომლებშიც მოგვიწევს მუშაობა. დღევანდელ ვითარებას თუ შევაფასებ, გეტყვით რომ საქართველოში სტაბილური პოლიტიკური გარემოა, ასევე მნიშვნელოვანია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. თქვენთან მეტნაკლებად დადებითი საინვესტიციო გარემოა. ძალიან მნშვნელოვანია ასევე ისიც რომ საქართველო განვითარდეს როგორც სატრანსპორტო ჰაბი. აღსანიშნავია ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი ის ფაქტი, რომ თბილისში პირველი მატარებელი შემოვიდა ჩინეთიდან, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო იყენებს ახალი აბრეშუმის გზის შესაძლებლობებს. ეს ყველაფერი რასაკვრიველია აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს თუმცა მაინც რჩება გარკვეული პრობლემები. ერთერთი ასეთია პრობლემაა პროფესიული განათლების დონე საქართველოში. უცხოელ ბიზნესმენებს ინვესტიციების განსახორციელებლად აუცილებლად სჭირდებათ კარგად მომზადებული სპეციალისტები. თქვენი მთავრობა ნელნელა აცნობიერებს ამას. აუცილებლად უნდა აღვნიშნო განათლების სამინისტროს ინიციატივები ამ მიმართულებით. საყურადღებოა ის ფაქტიც რომ ქართველების უმეტესობა დასაქმებულია მხოლოდ სეზონურად და ეს ისევ მათ პროფესიულ განვითარებას უშლის ხელს. საყურადღებოა როგორც წინასაინვესტიციო რეფორმები ასევე უკვე განხორციელებული ინვესტიციების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის მუშაობა. ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს ამ თვალსაზრისით, ბევრჯერ ჩამოვიყვანეთ ექსპერტები და დავატრენინგეთ დაინტერესებული პირები,. ზოგადად თქვენი პროდუქციის , არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ხელოვნების და სოფლის მეურნეობის დარგში , პრომოუშენს უნდა მიქცეს ყურადღება.

თქვენი წინამორბედს, ორთვინ ჰენიგს არაერთხელ აღუნიშნავს რომ მსხვილი ინვესტორების თვალით დანახული ქართული ბაზარი მცირე ზომისაა , რაც მათ ქვეყანაში შემოსვლას აფერხებს. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას ?

თქვენი ბაზარი უდავოდ პატარაა, თუმცა საქართველოს ლოკაცია სტრატეგიულად იმდენად მნშვნელოვანი და იდეალურია, რომ ის თავისუფლად შეიძლება იქცეს სატრანზიტო ჰაბად სხვადასხვა ქვეყნებს შორის და ჩვენ ვხედავთ რომ ეს ასეც ხდება ისევ და ისევ თქვენი მთავრობის ძალისხმევით. გასულ წელს საქართველოში ჩატარებულმა აბრეშუმის გზის ფორუმმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ უცხოელების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია და ასევე იმასაც გაუსვა ხაზი რომ საქართველოს ნამდვილად სურს და აქვს პოტენციალი გადაიქცეს სატრანზიტო ჰაბად.

თქვენი განცხადებით საქართველოსა და გერმანიას შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები წინა წელთან შედარებით 2015 წელს 2.4 პროცენტით არის გაზრდილი . რომელ, სექტორებს უჭირავს ყველაზე დიდი წილი ამ პროცენტულ მაჩვენებლში ?

მართალია ზრდა დაფიქსირდა, თუმცა მნიშვნელოვანია ის თუ საიდან დაიწყო ზრდა. ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ტურიზის სექტორს რასაკვირველია. ეს ის სექტორია რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად განვიტარდა. ზოგადად ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების ზრდის ეს მაჩვენებლი კარგია, თუმცა არსებობს ზრდის დიდი პოტენციალი.

საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზეც მინდა გკითხოთ, - თქვენი აზრით რისი საშაულება გააჩინა ვიზალიბერალიზაციამ საქართველოში ?

თავდაპირველად ეს ეკონომიკურ გარემოსთან არანაირ კავშირში არ არის, თუმცა რასაკვირველია ევროკავშირის შენგენის ქვეყნებთან ვიზალიბერალიზაცია უფრო ამარტივებს გერმანიის მონახულების, კონტაქტების დამყარების შესაძლებლობებს.ყველა სხვა შემთხვევაში პროცედურები ისევ ისე რჩება, როგორც ადრე.

საქართველოს შანსები გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა რამდენად დიდია?

ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობა ერთ-ერთი წინაპირობაა ახალი წევრის მიღებისათვის. ამაში ახალი არაფერია. მნიშვნელოვანია რომ საქართველომ კარგად გაანალიზოს თუ რა ეტაპზე იმყოფება და რისკენ ისწრაფვის. დღეს და ხვალ ევროკავშირი არ აპირებდეს გაფართოებას. საქართველომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რასაც ერთობლივი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს, რადგან ეს პირველ რიგში საქართველოს ინტერესებშია.