14.აგვისტო .2019 14:00

გერმანიის ეკონომიკა მცირდება

views 350
უკან

სავაჭრო კონფლიქტებმა და გლობალურმა კონიუნქტურამ ექსპორტზე დამოკიდებული გერმანიის ეკონომიკა მეორე კვარტალში საგრძნობლად შეამცირა.

როგორც დღეს გერმანიის სტატისტიკის ფედერალურმა ოფისში განაცხადეს, მთლიანი შიდა პროდუქტი აპრილიდან ივნისამდე წინა კვარტალთან შედარებით, 0,1%-ით დაეცა. ზუსტად იგივე მაჩვენებელს პროგნოზირებდნენ საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" მიერ ცოტა ხნის წინ გამოკითხული ექსპერტებიც.


აღსანიშნავია, რომ ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა წლის დასაწყისში 0.4%იან ზრდას აფიქსირებდა.


იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ეკონომიკა მიმდინარე ზაფხულში ისევ შემცირდება, ანალიტიკოსები "ტექნიკურ რეცესიას" პროგნოზირებენ. რაც შეეხება გერმანიის მთავრობას, აქ 2019 წლისთვის ეკონომიკის 0,5%-იან ზრდას ელოდებიან.