მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში მატარებლების პირველი კლასი შესაძლოა გაუქმდეს

5d5b9c361c825
მიხეილ ხაჩიძე
20.08.19 13:20
3673

გერმანულ მატარებლებში შესაძლოა პირველი კლასი გაუქმდეს. საკითხზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მემარცხენეების ლიდერი ბერნდ რიქსინგერი შესაბამისი იდეით გამოვიდა.

პოლიტიკოსი აცხადებს, რომ გერმანულ მატარებლებში განსხვავებული კლასები აღარ უნდა იყოს, ყველას თანაბარი და ერთი და იგივე ფასიანი ბილეთით მგზვარობა უნდა შეეძლოს.

"ჩვენ ვცდილობთ სრაკინიგზო სფეროს უფრო და უფრო განვითარებას, ფასების დასტაბილურებასა და საჭიროების შემთხვევაში,  ახალი რკინიგზების მშენებლობას, მაგრამ არავინ უკვირდება, რომ გაჭედილ რეგიონალურ მატარებლებში პირველი კლასის ვაგონები ცალიელია. მათი გაუქმება მატარებლებში უფრო მეტი ადამიანის მოთავსების საშუალებას იძლევა", - განაცხადა დეპუტატმა თავისი პოზიციის გასამყარებლად.


როგორც რიქსინგერი განმარტავს, ავტობუსებში მსგავსი პრობლემა არ არსებობს, რადგან იქ კლასების მიხედვით ადგილები დაყოფილი არ არის. მისი თქმით, მატარებლებიც, ავტობუსების მსგავსად, კლიენტზე მორგებული უნდა გახდეს.

ახლა საკითხზე მთავრობა გერმანიის რკინიგზსასთან ერთად იმსჯელებს; სწორედ ამის შემდგეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

აღსანიშნავია, რომ გერმანელმა მემარცხენეებმა ცოტა ხნის წინ მიაღწიეს იმას, რომ 2022 წლიდან სკოლის მოსწავლეებისთვის, პენსიონრებისა და Hartz-4-ს მიმღებებისთვის (სოციალური დახმარების პაკეტი, უმუშევრობის შემთხვევაში) ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო ტრანსპორტი უფასო გახდება.