მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიაში ექთნების ხელფასი 2500 ევრომდე იზრდება - 40 000 სამუშაო ადგილი კი ასათვისებელია

5d1f369a1e605
მიხეილ ხაჩიძე
05.07.19 20:10
3793

გერმანიაში ექთნების ხელფასი საათში 14 ევრო გახდება - ინიციატივით ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა. 

იენს შპანის განცხადებით, კლინიკებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ა.შ. დასაქმებული, დამხმარე პერსონალის ანაზღაურება თვეში მინიმუმ 2500 ევროს უნდა შეადგენდეს.

ამას გარდა, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 40 000 სამუშაო ადგილი ასათვისებელია, მოხუცთა თავშესაფრებში თანამშრომლების სიმცირეს განიცდიან.

"სწორედ ამიტომ, სფერო ხელფასების გაზრდით უფრო მიმზიდველი უნდა გავხადოთ’’- დასძინმა იენს შპანიმ.

ცნობისათის, დღეისათვის ექთნების ანაზღაურება საათში 9,19 ევროა.