მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიას ექთნები კოსოვოდან მიჰყავს

5d2deb2fcf216
მიშა ხაჩიძე
16.07.19 23:50
1087
გერმანიას ექთნები კოსოვოდან მიჰყავს. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი ამ მოტივით კოსოვოს სტუმრობდა. გერმანული გამოცემების ცნობით, იენს შპაჰნმა პრიშტინაში იქაურ კოლეგასთან შეხვედრა გამართა და შესაბამისი ხელშეკრულებაც გააფორმა.

დოკუმენტის თანახმად, მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. გერმანია კოსოვოს ჯანდაცვის სისტემის მოწესრიგებაში დაეხმარება, სანაცვლოდ კი, დამხმარე პერსონალს გერმანიაში სამუშაოდ კოსოვოდან წაიყვანენ.

როგორც გერმანელი მინისტრი ვარაუდობს, წელიწადში კოსოვოდან 1000 ექთნისა და მომვლელის გერმანიაში გაგზავნა მოხდება. სამომავლოდ კი, გერმანია მექსიკასთან, ბრალიზიასა და ფილიპინებთანაც აპირებს ამ მიმართულებით კოოპერაციას.

როგორც გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, ამ ეტაპისთვის გერმანიას მუშა-ხელის სიმცირე აქვს. ექთნების, მომვლელელებისა და დამხმარე პერსონალის 50.000 ადგილი ასათვისებელია.