მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმან გრეფი: ჩვენ უკვე დავიწყეთ ტესტირება, ნავთობის 25 დოლარამდე გაიაფების

56960a8ec65fa
BM.GE
13.01.16 12:25
1536
რუსულმა ”სბერბანკმა“  სცენარის ტესტირება დაიწყო, რომლის მიხედვითაც ბარელი ნავთობის ფასი შესაძლოა $25-მდე შემცირდეს, განაცხადა ბანკის ხელმძღვანელმა გერმან გრეფმა.
 
"ჩვენ უკვე დავიწყეთ $25-ის ტესტირება - ეს უკვე მძიმე სცენარია, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ფასი...თუ დიდხანს - ნახევარი, ერთი წელი - ეს ძალიან მძიმე იქნება ეკონომიკისთვის“, - განუცხადა გუშინ გრეფმა ჟურნალისტებს.

ნავთობი ახლა 12-წლიან მინიმუმთანაა და მის კვალდაკვალ უფასურდება რუსეთის ეროვნული ვალუტაც, მაგრამ გრეფის განცხადებით, რუბლის მიმდინარე გაუფასურება, ბანკის კაპიტალისთვის ჯერ კრიტიკული არ არის.

"დევალვაცია დაკავშირებულია კაპიტალის საკმარისობასთან, მაგრამ ჯერ არ არის კრიტიკული მდგომარეობა. შემდეგ ყველაფერი დამოკიდებული იქნება ვარდნის სიღრმეზე და ხანგრძლივობაზე“, -განაცხადა ”სბერბანკის“ ხელმძღვანელმა.