რუსული სახელმწიფო ბანკის, „სბერბანკის“ ხელმძღვანელი გერმან გრეფი თვლის, რომ $35-იანი ნავთობის პირობებში „ტკბილი ცხოვრება“ არ იქნება.
"ეს წელი მარტივი არ იქნება, თუმცა ზეკრიტიკულსაც, სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავ. რთული იქნება ყველა საჯარო ბიუჯეტისთვის. ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილზე მეტი იქნება.
ცხოვრება იქნება ნაკლება დტკბილი, ვიდრე $50-იანი ნავთობის პირობებში", -აცხადებს ბანკირი. მან ასევე განაცხადა, რომ „სბერბანკი“, ნავთობის უფრო მკვეთრი გაიაფებისთვის ემზადება, მაგალითად $35-მდე ბარელზე.