04.მარტი .2016 15:20

Georgian Cardboard-ი "ბაიას ღვინო"-ს ინგლისში გასატანად უფასოდ შეფუთავს

views 4680
უკან

Georgian Cardboard-ი ბაიას ღვინოს ინგლისში გასატანად უფასოდ შეფუთავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბაია აბულაძის შესახებ მათ „საქმიანი დილის“ ეთერით შეიტყვეს, რის შემდეგაც კომპანიას 22 წლის მეწარმეს დახმარების სურვილი გაუჩნდა.
 
"რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "საქმიანი დილის" ეთერში საუბრობდა, 22 წლის მცირე მეწარმე, რომლის ღვინო შესაძლოა ექსპორტზე ინგლისში გავიდეს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს იწყებდე ბიზნესს და ამაში გაგიწიონ დახმარება, მით უფრო როცა ეს მხარდაჭერა შენს ფინანსურ რესურს ზოგავს. სწორედ ამიტომ კომპანია "ჯორჯიან ქარდბოარდ" -მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 22 წლის მცირე მეწარმეს ბაია აბულაძეს მისი ბიზნესის განვითარებაში დაეხმაროს და სრულიად უფასოდ შესთავაზოს გოფრირებულ მუყაოს შეფუთვა, რომლის საშუალებითაც მას შესაძლებლობა მიეცემა საკუთარი პროდუქცია ჩვენს ყუთებში შეფუთოს და ინგლისში გაიტანოს", - აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა