მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Georgian Airways-ი 5 მიმართულებით სეზონურ ჩარტერულ რეისებს იწყებს

5ce2f4dc2a5b0
თელარა გელანტია
20.05.19 22:30
1154
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ფრენის ნებართვების შესაბამისად, ავიაკომპანია Georgian Airways-ი, 2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში მრავალჯერად ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ამანის, ბეირუთის, დამამის, ბაჰრეინის და დუბაის მიმართულებებით შეასრულებს.

ავირეისები საჰაერო ხაზებზე შემდეგი პერიოდით და სიხშირით განხორციელდება:

· თბილისი - ამანი - თბილისი - 2 ივნისიდან 26 აგვისტომდე, კვირაში 1 სიხშირით;
· თბილისი - ბეირუთი - თბილისი 2 ივნისიდან 2 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით, ხოლო 17 ივლისიდან 29 აგვისტომდე - კვირაში 2 სიხშირით;
· თბილისი - დამამი - თბილისი - 7 ივნისიდან 7 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით;
· თბილისი - ბაჰრეინი - თბილისი - 13 ივნისიდან 6 სექტემბრამდე კვირაში 1 სიხშირით;
· თბილისი - დუბაი - თბილისი - 31 მაისს, 5 ივნისსა და 8 ივნისს;

ჩარტერული ფრენები Boeing 737, Embraer ERJ190, CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება და ტურისტული ნაკადების ტრანსპორტირებაზე იქნება ორიენტირებული.