მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გენადი არველაძე: სათამაშოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს წლის ბოლომდე მივიღებთ

5d31e55fb82b4
BM.GE
19.07.19 19:42
1131
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით სავაჭრო საკითხებზე მომუშავე და DCFTA-ის საკონსულტაციო საბჭოების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მოხსენებები გააკეთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და USAID "მმართველობა განვითარებისთვის" პროექტის ხელმძღვანელმა ნატალია ბერუაშვილმა.

საბჭოს წევრებმა მოისმინეს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილის რატი ობოლაძის პრეზენტაცია სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტის შესახებ. გარდა ამისა, გაეცნენ ევროკავშირის ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების - ელექტრომაგნიტური თავსებადობისა (EMC) და დაბალი ძაბვის შესახებ (LVD) რეგულაციის გავლენის შეფასების შედეგებს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო და საჯარო დიალოგი შედგეს მანამდე, სანამ რეგულაციები ამოქმედდება. სათამაშოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტზე, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება მიღებული, ჩვენ უკვე ჩავატარეთ კონსულტაციები კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოვისმინეთ მათი შეხედულებები და გავითვალისწინეთ. ანალოგიურად ვგეგმავთ პროცესის წარმართვას სხვა სახის საქონლის მიმართ, რომელთაც ბაზარზე ზედამხედველობა შეიძლება შეეხოთ", - გენადი არველაძემ.

პრეზენტაციების შემდეგ, სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა დისკუსია გამართეს.