30.აპრილი.2019 10:03
ეკონომიკა, EU Georgia

GEclose2EU - კონკურსი ბიზნესისთვის

GEclose2EU - კონკურსი ბიზნესისთვის
პროექტი - „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ საინფორმაციო/ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგის, ინტერიერის დიზაინის/არქიტექტურის კომპანიებს პროექტში ჩართვას სთავაზობს.

1 მაისს, 16:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი რუმსში”, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და სააგენტო „აწარმოე საქართველოს“ ერთობლივი პრეზენტაცია გაიმართება.

პრეზენტაციაზე გამოცხადდება პროექტის - GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის.

მოწოდებული იქნება ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმებისა და პირობების, იმ აქტივობებისა და საგრანტო კომპონენტის დეტალების შესახებ, რომელზე წვდომაც ექნებათ კონკურსში გამარჯვებულ კომპანიებს.

ღონისძიებაზე ასევე იგეგმება ახალი ვებ პლატფორმის www.geclose2eu.info პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც კომპანიები ონლაინ რეგისტრაციის გავლას და კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.

კონკურსში ჩართვა შეეძლებათ იმ კომპანიებს, რომლებიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ბიზნეს კონსალტინგისა და ინტერიერის დიზაინის-არქიტექტურის მიმართულებით მუშაობენ და აკმაყოფილებენ მოთხოვნილ კრიტერიუმებს.

აპლიკაციების მიღება 1 მაისიდან - 1 ივნისამდე იქნება შესაძლებელი.

ღონისძიებას წარუძღვებიან შვედეთის საელჩოს განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი მოლი ლიენი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) დირექტორი - ნინო ევგენიძე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი - მიხეილ ხიდურელი.

შეხვედრას ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ცნობისთვის: პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და 2021 წლის ოქტომბრამდე განხორციელდება.
ავტორი: თელარა გელანტია

20.აგვისტო.2019 12:42
45

შემოსავლების სამსახურმა 540 ლიტრი უაქციზო ლუდის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

ვრცლად
20.აგვისტო.2019 10:15
89

2019 წლის II კვარტალში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი - შემცირდა

ვრცლად
20.აგვისტო.2019 09:30
121

TAV Georgia-ს გენმენეჯერი: საქართველოს მთავრობასთან საკმაოდ ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს

ვრცლად
19.აგვისტო.2019 21:00
156

საქსტატი: 2019 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე კაცებში უფრო მაღალია, ვიდრე - ქალებში

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:16
6738

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
19.აგვისტო.2019 19:15
146

„მგზავრთა მოსაკრებლის შეღავათით ისარგებლებს ნებისმიერი ეროვნული ავიაგადამზიდი 100.000-ზე მეტი მგზავრით“

ვრცლად