მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაზპრომთან" თანამშრომლობაზე ეკონომიკის სამინისტროს მოსმენა პარლამენტში აპრილში იგეგმება

5c9a0bff25aef
დათო ჯალაღონია
26.03.19 15:42
633
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას ინფორმაციით, საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის გაფორმებული ახალი კონტრაქტის შესახებ დამატებით ინფორმაციას პარლამენტი ეკონომიკის სამინისტროსგან მომდევნო თვის განმავლობაში ელოდება.
ამ თემაზე საკომიტეტო მოსმენა გაიმართება.

„ოპოზიციის მიერ ამ თემის გაზვიადება ხდება და ეს მათი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. აბსოლუტურად თავისუფალი არავინ არის რუსეთთან მოლაპარაკებებში, რომ შენ იმ შედეგს მიაღწევ, რაც შენ გინდა... რაღაც მოფიქრებული სიტყვა რომ აქვთ, ენის მოჩლექით საუბარი, თუ რაღაც, მაშინ ეს ყველაფერზე შეიძლება თქვა. რასთან გვქონდა საქმე, რა იყო მიღწევადი, რა არ იყო მიღწევადი, რა არის კომერციული საიდუმლოება და რა - არა, ამის შესახებ ძალიან ღიად შეიძლება საზოგადოებასთან საუბარი, მაქსიმუმ აპრილის დასაწყისში“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის ახალი, ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში ირწმუნებიან, რუსული გაზის სომხეთში ტრანზიტი პირობები საქართველოსთვის გაუმჯობესდა.