მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახარიას თქმით, პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას 15 პოლიციელი დაშავდა

5cbc5d7f87640
თელარა გელანტია
21.04.19 16:08
716
შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას 15 პოლიციელი დაშავდა.

ამის შესახებ გახარიამ პანკისში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, როცა შსს-ს ჰყავს 15 მოსამსახურე დაზრალებული, როდესაც ტექნიკა იწვის, ახლა სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ და ჰესზე ვისაუბროთ შემდეგ“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარიამ პანკისში სპეცრაზმის შეყვანასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„შს სამინისტროს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ და მათ ითხოვეს მხარდაჭერა უსაფრთხოების მიზნით, რადგან დღეს იწყებოდა მშენებლობა, ამიტომ დილითმ როდესაც მშენებლები აქ გამოვიდნენ, მათ ამოჰყვა 35 პოლიციელი. მას შემედეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა, სამწუხაროდ, და მათ დაუშინეს ქვები, რა თქმა უნდა, შსს იყო იძულებული, რომ ძალების მობილიზება მოეხდინა. აქ უნდა დავსვათ წერტილი“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, შს სამინისტროს ვერავინ შეუზღუდავს მოქმედების არეალს და ის ვალდებულია, დაიცვას ყველას უსაფრთხოება.

გიორგი გახარია ამ წუთებში პანკისის ხეობის მოსახლეობას ხვდება.