30.აპრილი .2016 18:58

გასულ თვეს ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის ბრუნვა შემცირდა

views 1001
უკან

მარტში ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის ბრუნვის კლება შეინიშნებოდა, რაც როგორც უცხოური, ისე ეროვნული ვალუტის რესურსის ბრუნვის შემცირებით იყო განპირობებული. ბაზრის მთლიანმა ბრუნვამ 5.23 მლრდ ლარი შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 0.2 მლრდ ლარით, ხოლო წინა წლის მარტთან შედარებით 0.95 მლრდ ლარით მეტია. წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტის ბრუნვა 99.2 მლნ ლარით (6.4 პროცენტი), ხოლო უცხოური ვალუტის ბრუნვის მოცულობა კი 106.4 მლნ ლარით (2.7 პროცენტი) შემცირდა. ეროვნული ბანკის ცნობით, მარტში ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის მთლიან ბრუნვაში ლარის რესურსის ხვედრითმა წილმა 27.8 პროცენტი შეადგინა, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
 
რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ლარის რესურსზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.63 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.97 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი განაკვეთი 0.57 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 1.11 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2016 წლის მარტში ლარის რესურსის ბრუნვის მოცულობა 1.3 მლრდ ლარით (47.3 პროცენტი) შემცირდა, უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი 2.25 მლრდ ლარით (148.1 პროცენტი) გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ფულადი ბაზრის რესურსის 39.1 პროცენტი ერთ თვემდე ვადიანობის დეპოზიტებზე, ხოლო 55.9 პროცენტი კი მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებულ რესურსზე მოდიოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა