მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გარწმუნებთ, "მწვანე ავტობუსებს" პრაქტიულად გამონაბოლქვი არ აქვს"

5ce14eb16e7a5
თელარა გელანტია
19.05.19 18:20
1442
კომპანია „თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორის ავთანდილ წერეთლის განცხადებით, „თეგეტა მოტორსი“ მომავალშიც გააგრძელებს თბილისის მუნიცპალიტეტის ტენდერებში მონაწილეობის მიღებას, რათა ქალაქის მთავრობას სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესებაში დაეხმაროს.

ამის შესახებ წერეთელმა გადაცემა „Forbes კვირაში“ განაცხადა.

როგორც ცნობილია, 50 ერთეული „მანის“ მარკის ახალი 10-მეტრიანი ე.წ. „მწვანე ატობუსი“ თბილისს „თეგეტა თრაქ ენდ ბას“-მა გადასცა.

„თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორის თქმით, უკვე შემოსული 50 „მწვანე ავტობუსის“ გარდა, დანარჩენი 40 ავტობუსი დედაქალაქში ეტაპობრივად შემოვა.
„ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მუნიციპალურ ტენდერებში მონაწილეობას, რათა ქალაქს დავეხმაროთ ამ მნიშვნელვანი საკითხის მოგვარებაში...ზოგიერთ მომხმარებელს აქვს ასეთი დამოკიდებულება - რადგან ეს ავტობუსები დიზელზე მუშაობს, ხომ არაა ეკოლოგიურად... მე გეტყვით, რომ ეს ევრო 6-ის სტანდარტის ავტუბუსებია და მისი ემისია იმდენად მცირეა, რომ გარწმუნებთ, პრაქტიულად, გამონაბოლქვი საერთოდ არ აქვს. ესაა უმთავრესი უპირატესობა. ავტობუსი 82 ადამიანზეა გათვლი, არის დაბალიატაკიანი, კომფრორტული, მორგებულია შშმ პირებზე და ასევე, შიდა კლიმატ-კონტროლის სისტემა მორგებულია თბილისის კლიმატს“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის: „თეგეტა მოტორსი“ ფლობს 24 ფილიალს საქართველოს მასშტაბით; კომპანიას ჰყავს 250 000-მდე რეგისტრირებული საცალო მომხმარებელი და 34 000–მდე კორპორატიული კლიენტი. მის ანგარიშზეა 2000-მდე მეტი საბითუმო ობიექტი, 1500-ზე მეტი დასაქმებული ადამიანი, 300–ზე მეტი პარტნიორი მსოფლიო ბრენდი და 7 შვილობილი კომპანია. „თეგეტა მოტორსის“ სერვისეცნტრებს დღიური გამტარუნარიანობა 1000 ავტომობილს შეადგენს.