01.მარტი.2016 12:40
ბიზნესი

განხორციელდება თუ არა აჭარაში 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია? - მთავრობის პოზიცია

განხორციელდება თუ არა აჭარაში 5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია? - მთავრობის პოზიცია
გონიოს დასახლებაში, ე.წ. ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორიაზე 5 მილიარდ 100 მილიონი აშშ დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება - ამის შესახებ ინფორმაცია "ბიზნესკონტაქტს" კორპორაცია "ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრმა" მიაწოდა. ცენტრის ხელმძღვანელის არჩილ დოლიძის განმარტებით, ინვეტიაციას გაერთიანებული საემიროების, ამერიკული და ჩეხური საინვეტიციო ჯგუფები განახორცილებენ. თუმცა ცენტრის ხელმძღვანელი ამ დროისთვის კონკრეტულ კომპანიებს არ ასახელებს. "ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრი" აჭარაში მასშტაბურ პროექტს უკვე რამოდენიმე თვეა აანონსებს. ჯგუფმა პროექტზე კიდევ ერთი პრეზენტაცია გასულ კვირას გამართა. კომპანია თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭებას სექტემბერში ელოდებოდა, თუმცა როგორც ცნობილია შესაბამისი ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულია.
 
რამდენად რეალურია აჭარაში 5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელება? - როგორც "ბიზნესკონტაქტს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, მთავრობა აღნიშნულ პროექტს იცნობს და მასზე მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. მინისტრის მოადგილე, იონა წითელაზე ამბობს, რომ ჯგუფმა საკუთარი პროექტი და მისი საინვესტიციო ღირებულება რამდენჯერმე შეცვალა, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობს აჭარაში ოთხ ზონიანი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, - აჭარის მთავრობას კონკრეტული პასუხი პროექტის ავტორების მხრიდან არ მიუღია.

"ჩვენ მათ ვთხოვთ დეტალურად წარმოგვიდგინონ პროექტი. ამხელა მიწის ნაკვეთის იმ ფასად გადაცემა რაზეც თვითონ საუბრობენ საკმაოდ არასერიოზულია, მითუმეტეს როდესაც 5 მილიარდინ ინვესტიციაზეა საუბარი. ჩვენ ვცდილობთ საბოლოო ვარიანტზე ჩამოვყალიბდეთ რომელსაც შევაჯერებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან.

მათ ოთხი სხვადასხვა ზონის შექმნა სურთ, თუმცა დეტალურად ჩაშლილი არა არის რა სახის ზონები იქნება ეს", - განაცხადა იონა წითელაძემ. მისივე ინფორმაციით, თუ პროექტი ეკონომიკურად მომგებიანი იქნება ხელისუფლება მასზე უარს არ იტყვის, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და ხელშეკრულების გაფორმება არ იგეგმება.

"აპელირებენ საინვესტიციო ბანკთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ დაიწყეს რეგისტრაციის პროცედურები რათა საქართველოში შემოვიდეს საინვესტციო ბანკი. რამდენად რეალურია ეს საკითხი არ ვიცი. ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს ველოდებით, რათა კიდევ ერთხელ გავიაროთ პროექტი", - განაცხადა წითელაძემ.

ტერიტორია, რომელზეც "ბიზნესისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრს" ინვესტიციების განხორციელება სურს, სსიპ "საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს" დაკვეთით "კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიამ" შეისწავლა. გონიოს ყოფილ სამხედრო პოლიგონის სანაპირო ზოლისა და მიმდებარე ტერიტორიაზე საკურორტო ზონის განვითარება იგეგმება.

19.აგვისტო.2019 19:16
15794

რამდენი მლნ-ის სარგებელი მოაქვს 'ფორსაჟი 9"-ის თბილისში გადაღებას საქართველოსთვის?

ვრცლად
15.ივნისი.2019 11:20
3422

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1181

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
469

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
534

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
715

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად