14.აგვისტო.2019 17:40
ეკონომიკა

განახლებული "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი"

განახლებული "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი"
უნიკალური ადგილმდებარეობა, დახვეწილი დიზაინი, გამორჩეული სამზარეულო, საკუთარი გამაჯანსაღებელი ცენტრები, მაღალი დონის მომსახურება და სხვა - სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ საქართველოს ბაზარზე სტატუსი „გრანდით“ დაბრუნდა და უკვე დაიმსახურა კიდეც საერთაშორისო აღიარება.
შერატონის ლეგენდარული ბრენდი, რომელიც მსოფლიოში 1937 წლიდან ფუნქციონირებს და თითქმის საუკუნეა, რაც მსოფლიოს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში უყრის თავს, თბილისში 1-ლი მარტიდან განახლებული სასტუმროთი წარდგა მსოფლიოს წინაშე.

განახლებულ „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ქართული აქცენტი ყველაფერში ჩანს – ინტერიერის დიზაინი, პერსონალის უნიფორმა, რომელიც ჩოხას ჩამოჰგავს, 2600კვ.მ-ზე გაშლილი საკონფერენციო დარბაზების სახელწოდებებიც კი: კავკასიონი, გერგეთი, გომბორი, მტირალა, უშბა… ღვინის ბიბლიოთეკა, თანამედროვე ქართული გრილის რესტორანი „ათი“, გამაჯანსაღებელი ცენტრი ფიტნეს-დარბაზებით, იოგასა და პილატესის ოთახებით, სპა-ცენტრი საუნებით, სახელად „პაუზა“ - ესაა არასრული ჩამონათვალი იმ სერვისებისა, რომლებსაც შერატონი სტუმარს სთავაზობს.

განახლებულ სასტუმროში თითოეული დეტალი „შერატონის“ ძველ იმიჯსა და განახლებული კონცეფციის შესახებ ერთობლივად ჰყვება. ფოიეში კი ლეგენდარული პანორამული ლიფტებია შენარჩუნებული.

სასტუმროს პირველ სართულზე სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრებია განთავსებული. ვრცელ დარბაზში უახლესი ტრენაჟორები დგას; აქვეა იოგასა და პილატესის ოთახებიც. სტუმრებს განახლებული გარე აუზითაც შეუძლიათ სარგებლობა. აღსანიშნავია, რომ აუზის ტერიტორიაზე მწვანე საფარი ხეებით ხელუხლებლადაა შენარჩუნებული.

ერთი სართულით ქვევით „პაუზისკენ“ ჩაინაცვლებთ. „პაუზა“ „შერატონის“ სპა-ცენტრია. აქ მართლაც შესაძლებელია დროის „დაპაუზება“ - სასიამოვნო პროცედურებით თავის განებივრება და დასვენება. მასაჟი, ორი ტიპის საუნა, ორთქლის აბანო, შიდა აუზები და თურქული ჰამამები - „შერატონი“ სტუმრებს რელაქსაციისთვის მაქსიმალურ არჩევანს სთავაზობს.

სასტუმროს პირველ სართულზე ბარი, განახლებული ტერასა გაშლილი ხედებით და ღვინის ბიბლიოთეკაა განთავსებული. ღვინის ბიბლიოთეკაში 1600 ბოთლზე მეტი დასახელების ღვინის დაჭაშნიკებაა შესაძლებელი. სომელიე სტუმრებს ყოველ საღამოს აცნობს ქართული კულტურის მნიშვნელოვან კომპონენტს.

ბიბლიოთეკაში ღვინის 80% ქართულია. მათგან უმეტესობა კი იშვიათი, ბუტიკური მარანია, რომლებიც სპეციალისტების მიერ სათითაოდ შეირჩა.

ბარის გავლით ტერასაზე მოხვდებით, სადაც ქართული და ევროპული სამზარეულოს დაგემოვნება და თბილისის ხედებით ტკბობა დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი.

საღამოს 6 საათიდან კი ნამდვილ გურმანებს რესტორანი „ათი“ მასპინძლობს. რესტორანი „ათი“ სასტუმროს მეათე სართულზეა განთავსებული. ქართული სამზარეულოს კულინარიული შედევრების გაცნობა სწორედ აქაა შესაძლებელი.

გიორგი ნინუა რესტორან „ათის“ მენიუზე განსაკუთრებით ზრუნავს. მენიუ ქართული სამზარეულოთია შექმნილი და შთაგონებული. ნაცნობი ქართული გემოები განახლებული ვიზუალით და თანამედროვე გადაწყვეტებით - ესაა გიორგი ნინუას მიერ შექმნილი ექსპერიმენტული, თანამედროვე და, ამავე დროს, ტრადიციული კულინარია.

რესტორნის ინტერიერის დიზაინი ისეა დაგეგმარებული, რომ თითოეული სტუმარი დარბაზის სიღრმიდანაც კი ტკბებოდეს ძველი თბილისის შთამბეჭდავი ხედებით. რესტორანი ორი მხრიდან ტერასითაა გარშემორტყმული; ეკლექტური ავეჯი და გამწვანებული ინტერიერიც ქართული კონცეფციის ნაწილია.
კეთილგანწყობილი, თავდაჯერებული და საზოგადოებაზე ორიენტირებული - „შერატონის“ სამი მთავარი ღირებულება თბილისის განახლებულ სასტუმროში კვლავ გაერთიანდა. ბრენდის ერთსაუკუნოვანი ტრადიციებითა და ღირებულებებით და სასტუმროს მდიდარი ისტორიით განახლებული „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 1-ლი მარტიდან ისევ ეპატიჟება და აერთიანებს მსოფლიოს საქართველოს დედაქალაქში.






NS


21.აგვისტო.2019 20:15
31

„სამწუხაროდ, ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში, ტაქსის გარდა - ეს არ არის სწორი“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:30
72

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
64

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
113

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:29
190

ნიკა გვარამია: ვაკეთებ ამბიციურ TV-ს, ინვესტორები - არის... ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:01
84

ჩოგოვაძე: Ryanair-ის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველო დაუახლოვდება ევროპას და ევროპა - საქართველოს

ვრცლად